პარასკევი, ივლისი 24, 2026

გიორგი ჩაკვეტაძე – სააკაშვილი ხელოვნურად იუარესებს ჯანმრთელობას, რათა გათავისუფლდეს, ერთმა საქმემ, თუნდაც ეს ეხებოდეს ყოფილ პრეზიდენტს, არ უნდა გადაწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი

სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის პირველი დღიდან სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით. ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ხელოვნურად იუარესებს ჯანმრთელობას, რათა გათავისუფლდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთმა საქმემ არ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის გზაზე.

„საუბარი იყო ადამიანის უფლებებზე და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის საქმეზე. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ 2023 წლის მარტში პარლამენტმა განიხილა საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია. ეს სტრატეგია ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სისტემურ გარანტიას იძლევა. მიმდინარე წელს ევროპის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უარყო მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა, ასევე, სასამართლოს არ დაუვალებია ქვეყნისთვის, მიხეილ სააკაშვილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანა. მისი ქვეყანაში შემოსვლის პირველი დღიდან სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით. ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ხელოვნურად იუარესებს ჯანმრთელობას, რათა გათავისუფლდეს. პირადად მე და ბევრი ჩვენი მოქალაქე ფიქრობს, რომ ერთმა საქმემ, თუნდაც ეს ეხებოდეს ყოფილ პრეზიდენტს, არ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადიგენში მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ირანზე – განვიხილავ მასიურ დარტყმას, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე

ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.“განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის”, - განაცხადა ტრამპმა.მან აღნიშნა, რომ ისრაელი “ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ,” მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად “არავინ გვჭირდება”.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას “შედეგები” ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა.ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია. ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა - Axios საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.„საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა.ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში იმყოფებოდა. 

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. ამის შესახებ საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. კრემლისთვის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, არასდროს ვიქნებით უკანა კარი რუსული აგრესიისთვის!”, - წერს ზურაბიშვილი.შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა – ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია.კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.“ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე, მსხვილ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა.დამატებით, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ. ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა - ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში.მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები