კვირა, მარტი 23, 2025

გიორგი ქურდაძე – ორი კვირის წინ ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ კიდევ ერთხელ დააზარალეს არხი და მიიტაცეს სარეკლამო გაყიდვებიდან „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარი

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ქურდაძის განცხადებაშია აღნიშნული, „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა.

„ტვ პირველის“ 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.

ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მთავარ არხს“ ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი. „მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია, რომ არაფერი ვთქვათ „ომეგა ჯგუფის“ მიმართ მილიონობით დავალიანებებზე.

მთლიანობაში, „მთავარი არხის“ ვალი 25 მილიონს აღემატება. ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის  წინ კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარი. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მიერ მოფიქრებული თაღლითური სქემით.

„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქcიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა, ხოლო ფიქcიური დირექტორი – ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. „ნიუ სეილსში“ აკუმულირებული „მთავარი არხის“ 4 მლ-მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქcიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარს, ვინმე მაკასარაშვილს.

ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ „მთავარ არხს“, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედეგად კი „მთავარს არხს“ მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.

ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებლები, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა. ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.დანარჩენ ეჭვმიტანილებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ცნობილია რომელი 13 ქართველი იასპარეზებს დღეს თბილისის გრანდ სლემზე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს:90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს.ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა.მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

ბოლო სიახლეები