საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება“.
მისი განცხადებით, „ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება“.
„📌 ომი დიდი ხანია დაწყებულია… არა იარაღით – არამედ სიმსივნით, ტკივილით და ტოქსინებით.
🇬🇪 საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მალე ყველა გადაირთვება სხვა თემებზე…
ქვეყანა დუმს, ექსპერტები – ლექციებს კითხულობენ.
ახლა ლექციების დრო არ არის. ახლა ქმედების დროა!
სიჩუმის ფუფუნება აღარ გვაქვს:
– ჰაერი დაბინძურებულია
– წყალი საეჭვოა
– საკვები სავსეა ტოქსინებით
და ჩვენი სხეული ყოველდღე იწამლება.
ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება.
ჯანდაცვის სისტემა უნდა გადაიხედოს – დაუყოვნებლივ.
თუ დღეს არ ვიმოქმედებთ – ხვალ უკვე გვიანი იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.