გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და ამის მიუხედავად, „ლიონი“ – „ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ლიონი“ შინ 1:2-ის აგებდა. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა.
მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა და სამმა ანალიტიკურმა პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძის შეფასებები:Flashscore – 8.7;
Sofascore – 9.4;
Whoscored – 8.6.