გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მეორე მატჩშიც დუბლი შეასრულა. ჩვენმა გუნდმა კი ორი მატჩის ჯამში 9:1 მოიგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის შემდეგ ჟორჟის კომენტარი ასეთი იყო:
„დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. მაისურზე დავიწერე პატარა მესიჯი, რომ მიმელოცა.
საქართველოს ნაკრების „დინამო არენაზე“ დაბრუნება მაგარი იყო. ვიცით, როგორ დამთავრდა ბოლო მატჩი, რომელიც ამ არენაზე ვითამაშეთ – საბერძნეთი დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. დავბრუნდით და გვინდოდა მოგება. 6:1 გავიმარჯვეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხი გაგვეხარებინა“.