თუ “გახარია საქართველოსთვის” აპირებს მანდატებზე უარის არ თქმას, “ეს იქნება პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
“თუ “გახარია საქართველოსთვის” აპირებს დაიტოვოს მანდატები და არ თქვას მათზე უარი, მაშინ ეს არის სრული ფარსი, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დღის წესრიგზე თამაში და ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია. მანდატებზე უარის არ თქმა, ეს აღარ არის ის, რომ არ ხდება პარლამენტის ლეგიტიმაცია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.