სერბეთში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი კოჩალიძე (60 კგ) ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანთან დამარცხდა, ხოლო თორნიკე მიქელაძე (82 კგ) – აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან.

ტურნირზე თემურ ორჯონიკიძე (77 კგ) და კობა ქარუმიძე (55 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

