გიორგი კვირიკაშვილმა ავიაკატასტროფის გამო ირანს მიუსამძიმრა

Read Time:39 Second

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ,”- აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

გავრცელდა ცნობა. ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა.

სამგზავრო თვითმფრინავს 66 მგზავრი გადაჰყავდა. უბედური შემთხვევა დღეს ზაგროსის მთიან რეგიონში მოხდა. თვითმფრინავი თეირანიდან იაუსჯის მიმართულებით მიფრინავდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

წერენ იმაზეც, რომ ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანს მიუსამძიმრა
Next post ვანის რაიონის 2 სოფელში მეწყერი ჩამოწვა