საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება.
„თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალსწინებს, ასევე სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონცეფციით სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული: ეს არის ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სისტემაში თავისი ადგილი ისე იპოვოს, რომ სამოქალაქო ატივობას არ მოწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.