პარასკევი, ივნისი 20, 2025

გიორგი კახიანი “საფარის” არქივის განადგურებაზე – როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში

შემოსავლების წყაროების და საქმიანობის დამალვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი ბაია პატარაიას განცხადებას, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორგანიზაცია “საფარის” არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია.

საბაბად პატარაიამ ბენეფიციარების პირადი მონაცემების დაცვა დაასახელა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ, რადგან მათი დაფინანსება არასწორად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არქივის განადგურება და ამისთვის არც სისხლის სამართლის დანაშაულს ერიდებიან.

“ის, რომ სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე და ასეთ ქმედებებზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. მათ ეს ფაქტი ახსნეს იმით, რომ თითქოს, ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, არის კონფიდენციალური და პირიქით – კანონით ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო უწყებას, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს.

ყველა შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. როდესაც, მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობს, რომ იქ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო, როგორც ჩანს, იმ ორგანიზაციის შიგნით. არადა, საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება ინფორმაცია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ, ეს ორგანიზაცია ვის უხდის ამ თანხებს,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის საელჩო – ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო

ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.როგორც საელჩო წერს, მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა.„ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია – თავიანთი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად – შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო.სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა.აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ მედიაში მათი ყველა იდენტიფიკატორი მიუთითონ. მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე უკვე მესამედ აღინიშნა. წლის განმავლობაში დაარსების დღეს, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ეს საუნივერისტეტო ტრადიცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, 2023 წლიდან დამკვიდრდა.სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს - უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა წლის მანძილზე ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიმდინარე, 2024/2025 სასწავლო წელს განახორციელეს.„2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტზე შემუშავებულმა კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანმა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა, უკვე მიიღეს დადებითი შეფასება აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან. სამი პროგრამა მომზადდა და შეტანილია კლასტერულ აკრედიტაციაზე. ჩვენი ფაკულტეტის 6 პროგრამა ABET აკრედიტაციისათვის მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. მომავალ წელს კი 16-მა პროგრამამ უნდა გაიაროს კლასტერული აკრედიტაცია, რისთვისაც აქტიური მზადებაა დაწყებული. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებელთა ხუთწლიან პროგრამაზე, რომლის აკრედიტაციაზე წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება. ასევე, GIF პროექტის - „ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ - ფარგლებში, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, მზადდება ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში, რომელზეც სტუდენტების მიღება მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები. ფაკულტეტს მათთან დამყარებული აქვს მჭიდრო და უწყვეტი თანამშრომლობა. დამსაქმებლები სტუდენტებთან ატარებენ მასტერკლასებს და ინდუსტრიულ ტურებს. ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. მადლობა ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თალიკო ჟვანიამ.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. რექტორის თქმით, 72 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა - „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია" და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.„დღევანდელი დღე გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობას და მის როლს განათლებაში, ეკონომიკაში, ინდუსტრიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ინფორმაციული ტექნოლოგიები და მართვის სისტემები არ არის მხოლოდ ტექნიკური მიმართულება. ეს არის პროგრესის ბირთვი, ყველა ინოვაციური პროცესის საძირკველი - ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დასრულებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ყოველთვის ლიდერობდა ამ მიმართულებით. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი შვიდი ათეული წელია წარმატებით ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც დღეს წყვეტენ სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებს, ქმნიან ინოვაციურ სტარტაპებს, მართავენ მსხვილ ტექნოლოგიურ პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში განუზომელია. გლობალური კონკურენციის პირობებში, ფაკულტეტის მისია კიდევ უფრო ფართოვდება და მოიცავს მომავლის ლიდერების აღზრდას, მეცნიერების განვითარებას, ციფრული საქართველოს მშენებლობას. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, ადმინისტრაციასა და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც ქმნიან საქართველოში ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მომავლის საფუძველს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, პროფესორ ნოდარ ლომინაძეს და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, პროფესორ აკაკი გიგინეიშვილს, ხოლო საპატიო დიპლომები - პროფესორებს: ელისაბედ ხახუტაშვილს, ბადრი მეფარიშვილსა და ლევან გიორგაშვილს. გარდა ამისა, რექტორმა საპატიო სიგელებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების 30-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ფაკულტეტის დღე სტუდენტების მიერ სპეციალურად მომზადებული საკონცერტო პროგრამით დაიხურა.

შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს.„დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს. როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები - ფაქტებზე აღქმების გაბატონება - რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების - „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები - ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.▪️ იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები.▪️ იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი.▪️ იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა.▪️ იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს.▪️ იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, - წერს იგი.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი რეპრესიული იარაღი “ქართული ოცნების” ხელში – ლევან სანიკიძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ლევან სანიკიძე ეხმაურება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს. ლევან სანიკიძე არაკონსტიტუციური ქმედებაზე საუბრობს."მორიგი დრაკონული კანონი, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი "ქართული ოცნების" ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშსწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.დღეიდან, პარლამენტი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. "ქართული ოცნების" ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებები 5 კანონში შედის.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვაც, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.

ბოლო სიახლეები