ორშაბათი, მაისი 19, 2025

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.

კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.

„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა, რომელიც პაპის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ თავადაც შეხვდა.„ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – განაცხადა ლივიტმა.

რევაზ კიკნაძე პოლიციელს – მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? – ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, - ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა."თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ , პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია",- განაცხადა კიკნაძემ.მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა."26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთოხვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე",- განაცხადა კიკნაძემ.სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ვოლსკი – ყველაზე „ჭკვიანური“, რაც პაატა ბურჭულაძემ მოიფიქრა, ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება

ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ისეთი, რაც შეიძლება, რეალობაში პაატა ბურჭულაძის მიერ განხორციელდეს, რადგან ამ ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.„ერთი რეალური შეფასება არსებობს, რასაც სისულელე ჰქვია – სისულელეს სულელები ლაპარაკობენ.  თავის დროზე, შეიძლება, კარგი მომღერალი იყო და რუსეთშიც ინტენსიურად მოღვაწეობდა. მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო. დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა. თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე „ჭკვიანური“ რაც მოიფიქრა, ეს ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, ამას მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ ბოროტებაა – როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო, რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“,- განაცხადა ვოლსკიმ.პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს...

ბატონო ვახტანგ, ვიდეოზე თქვით, რაღაც ჩანსო და მითხარით, რა ჩანს ბიჭო? ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ , - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორს ვახტანგ ცალუღელაშვილს.მოსამართლე ნონო გალუსტაშვილმა ცხადაძეს გაფრთხილება მისცა.ცხადაძემ კითხვებით მიმართა დაზარალებულ პოლიციელს ივანე კაპანაძეს."სპეცრაზმელი როცა აქციის მონაწილეს სცემს, თუნდაც დამნაშავე იყოს, ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი, რეაგირება უნდა ჰქონდეს თუ არა?", - მიმართა ცხადაძემ კაპანაძეს, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა."როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?", - მიმართა მას კვლავ იუმორისტმა, რასაც პოლიციელმა კვლავ უარყოფითი პასუხი გასცა."იყო კადრი, როცა ბიჭს სახეში ფეხი ჩაარტყეს, თქვენ აქ მოხვედით მარცხენა ხელის დაზიანების გამო, ქვა მოგხვდათ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, მაინტერესებს, ზეწოლა ხომ არ არის ვინმეს მხრიდან თქვენზე, პროკურორის ან ვინმეს მხრიდან?",- აღნიშნულ კითხვასაც კაპანაძემ უარყოფითი პასუხი გასცა."ანუ თქვენი ნებით მოხვედით აქ, წინა პროცესზეც იყავით, 19-20 წლის ბიჭების საქმეზე"?,- იკითხა ცხადაძემ.პოლიციელი სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გავიდა.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობ

ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას.„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი  ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, –  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.  

ბოლო სიახლეები