ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

გიორგი კახიანი პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე: მოწვევა გაკეთდა იმისათვის, რომ შემდეგ გაუქმებულიყო და ეს სალაპარაკო თემა გამხდარიყო ოპოზიციისთვის

მოწვევა გაკეთდა იმისათვის, რომ შემდეგ გაუქმებულიყო და ეს სალაპარაკო თემა გამხდარიყო ოპოზიციისთვის, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის პრეზიდენტი მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის და შემდეგ მიწვევის გაუქმების ფაქტის შეფასებისას.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვხედავთ, რომ ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, დღეს საზრდოობს ერთადერთი რამით, რომ მთელი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი ააგოს უსამართლობაზე, ქვეყანასა და ხელისუფლებასთან მიმართებაში უსაფუძვლო განცხადებებზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ ამაზე დღის წესრიგი შექმნან და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ში ირანის მისია – ირანი მზადაა ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების საფუძველზე დიალოგისთვის, მაგრამ თუ იძულება იქნება, თავს დაიცავს და ისე უპასუხებს, როგორც არასდროს

გაერო-ში ირანის მისია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არმადა ირანისკენ მიემართება.მისიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეჭრა ძვირი დაუჯდა და შტატებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.„ბოლოს, როდესაც აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში ომების დაწყებით შეცდომა დაუშვა, მან შვიდ ტრილიონ დოლარზე მეტი გაფლანგა და 7000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა. ირანი მზადაა ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების საფუძველზე დიალოგისთვის, მაგრამ თუ იძულება იქნება, ის თავს დაიცავს და ისე უპასუხებს, როგორც არასდროს!“ – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი სწრაფად „მივა მოლაპარაკების მაგიდასთან“ და სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს, რისი დროც იწურება.„უზარმაზარი არმადა ირანისკენ მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, უდიდესი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულად. ესაა უფრო მსხვილი ფლოტი, ვიდრე ის, რაც ვენესუელისკენ გაიგზავნა, უდიდესი ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნით“ სათავეში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე: შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები

„ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე, იყო საუბარი ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით მუშაობს.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი – ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად

მე ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, სადაც გავჩერდი თეთრ სახლში მორიგ ვიზიტზე მიმავალი. მახსოვს იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად.„მე ასევე ვყოფილვარ ამერიკულ ბაზებზე ჰელმანდში, ავღანეთში და ინჯილიკში, თურქეთში და მინდა, ვთქვა, რომ გრენლანდიის ბაზა დანარჩენ ბაზებთან შედარებით უბრალოდ პაწაწინაა. ამიტომ, ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად. რა თქმა უნდა, დანიის, გრენლანდიის თანხმობით და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება მიღწეულ იქნება“, – წერს სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე მოხდება დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პროდუქტთან, მედიკამენტებთან და საწვავთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მოხდება პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების განხილვა და კომისიის შექმნა, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ უკვე დაიინიცირებულია დადგენილების პროექტი დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ, საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აბას არაღჩი – ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია, მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია.მისივე თქმით, ბოლო დღეებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კონტაქტი არ ჰქონია და არც მოლაპარაკებები მოუთხოვია.ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა შუამავლები თეირანთან „კონსულტაციებს აწარმოებდნენ“ და კონტაქტში არიან.„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებები მუქარის ფონზე არ ხდება და მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება“, – განუცხადა მან ირანის სახელმწიფო მედიას.ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ომის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ბოლო სიახლეები