ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

გიორგი კახიანი – პარლამენტში ანგარიშის წარდგენაზე პრეზიდენტის პასიურობა გარკვეულ კითხვებს აჩენს

ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, ქვეყნის პირველი პირი როდის წარადგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

პირველ არხთან საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ანგარიშის წარსადგენად შესაძლოა, მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს ელოდება.

„ვერ გეტყვით, პრეზიდენტს რა პოლიტიკური ჩანაფიქრი აქვს. შესაძლოა, ეს წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდებოდეს. შეიძლება, მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს ელოდება, თუმცა ერთია, პოლიტიკური მიზანშეწონილობა და მეორეა ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. კანონმდებლობაში გარკვევით გაწერილია პროცედურა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა პირველივე სხდომაზე ხდება, გარკვეულ შემთხვევაში კი, სხვა დროსაც შეიძლება მოხდეს. ჩვენი მზადყოფნის მიუხედავად, პრეზიდენტის მხრიდან პასიურობა შეიმჩნევა“, – აცხადებს დეპუტატი.

რეგლამენტის მე-200 მუხლის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა და პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არ შემდგარა, რის ოფიციალურ მიზეზადაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დასახელდა, თუმცა ამის შემდეგ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.

გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ანგარიშის მოსასმენად მზად არის. „არაერთხელ ვთქვით, რომ როცა პრეზიდენტის მხრიდან მზადყოფნა იქნება, მზად ვართ, მოვუსმინოთ. წესით, ეს საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში უნდა მომხდარიყო, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა გამოხმაურება და სურვილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის წინაშე წარმდგარიყო. მზად ვართ, ნებისმიერ დროს მოვუსმინოთ, როცა ეს პრეზიდენტისთვის იქნება ხელსაყრელი და, რა თქმა უნდა, დრო პარლამენტზეც იქნება მორგებული“, – აცხადებს კახიანი.

დეპუტატი უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის მხრიდან საკითხზე გამოხმაურება ამ დრომდე არ არის.

„მისი მხრიდან ანგარიშის წარდგენა კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა. მაშინ, როდესაც ჩვენი მხრიდან მზადყოფნა გაცხადებულია, ამ ფონზე პრეზიდენტის პასიურობა გარკვეულ კითხვებს აჩენს“, – დასძენს კახიანი.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გასულ წელს, 7 აპრილს წარდგა და მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ბოლო სიახლეები