საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„თავად ევროკომისია ერთის მხრივ გვეუბნება, რომ საქართველო დემოკრატიული სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ ხვალ რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს სხვადასხვა გარემოებაზე მეტყველებს. ერთი, რომ მცდელობა აქვთ პოლიტიკური ზეწოლა და გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე, რადიკალურ ჯგუფებს დამატებითი მუხტი შემატონ და ა.შ“, – აღნიშნა კახიანმა.
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

