საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, გიორგი გახარიამ ოლიგარქიის თემაზე საუბარი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაიწყო, რაც მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
„გიორგი გახარია როცა პრემიერ-მინისტრი იყო, როდესმე გაგიგიათ, რომ ოლიგარქიაზე საერთოდ რაიმე ეთქვას? როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციაში წავიდა. ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე“, – აღნიშნა კახიანმა.
გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში“