შაბათი, სექტემბერი 13, 2025

გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში

„ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა. „როგორც ჩანს, ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი. ამიტომ იწყებენ პროვოკაციებს. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება არის ხელისუფლების ინტერესში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა კვლევით იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს, დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბებთ უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებასაც მოვახდენთ. ვის არ აწყობს ეს? ბუნებრივია, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც 12-13 %-იან პარტიებად იქცნენ. ისინი ამას მშვენივრად აცნობიერებენ და ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას მთელ ამ პროცესში. ჩვენ მუდამ მოვუწოდებდით და აწიც მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, რადგან ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. რაიმე ახალი ხომ არ ხდება? ეს ხდებოდა წინა არჩევნებზეც, იმის წინაც და ყველა არჩევნებზე, რომელიც აქამდე იყო და ხდება ახლაც. ეს არის მათი მოქმედების სტილი და მანერა. ამიტომ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებს, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგონ. უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ თავდაჭერილ პოზიციას მათი მხრიდან, დიდი ნაწილი ყველანაირად ცდილობს, რომ განერიდონ. მიმაჩნია, რომ არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა არა მარტო სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც გიპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ვერ მოთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს.
ჩვენ ვსაუბრობთ ორი დღის წინ მომხადარ ამბებზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა შესაბამისი რეაგირება იყოს სამართალდამცავების მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაზე საქმეებიც არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოიკვეთა დამნაშავე პირები (და ეს აუცილებლად ასე იქნება), შესაბამის პასუხისგებაშიც მიეცემიან, რადგან ძალადობა ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ინტერესია არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი ცენტრი ავრცელებს.მიწისძვრა დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შედაგინა.

გარდაიცვალა თსუ-ს ლეგენდა, ფოტოგრაფი ალეკო – უნივერსიტეტის ბაღის და ჩვენი სტუდენტობის ერთგული მემატიანე

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ვის­თვი­საც ალე­კოს ფოტო არ გა­უ­ღია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ჩვე­ნი - უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბის მე­მა­ტი­ა­ნეც იყო.უმე­ტე­სო­ბამ მისი გვა­რიც არ ვი­ცო­დით, ჩვენ­თვის ის ალე­კო იყო, მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­ღი­მა­რი, ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას კომ­პლი­მენ­ტებ­საც რომ არ იშუ­რებ­და.მისი ფირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, ძვე­ლი ტექ­ნი­კით და­ბეჭ­დი­ლი შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბი, დღეს ციფ­რულ ეპო­ქა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლით იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ირაკლი კობახიძე – უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი

თავისთავად მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. ეს არის ის საკითხი, რითიც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ვის უნდა საქართველოში არეულობის შემოტანა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.„რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, მათ შორის დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ა.შ., თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით დღეს სუს-მა ახალ დეტალებზე გააკეთა განცხადება. კერძოდ, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

მარტინ კუნი:„როდესაც გასართობი მედიცინად იქცა — ისტორია, რომელმაც სიცოცხლე ათასებს აჩუქა“

1903 წელს, როდესაც ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს საავადმყოფოს დერეფნებში სიკვდილისთვის ტოვებდნენ, მარტინ კუნს თამამი იდეა გაუჩნდა: სიცოცხლის გადარჩენის ტექნოლოგიების შემოტანა ამერიკაში — გართობის სახით.კუნიმ თავისი „ინფანტორიუმი“ კონი-აილენდზე მოაწყო, სადაც შუშის ინკუბატორების რიგებში ყველაზე პატარა მებრძოლები იყვნენ განთავსებული. ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ თოჯინების ტანსაცმელს ატარებდნენ, რადგან არცერთი მაღაზია არ ამზადებდა ტანსაცმელს საკმარისად პატარა, რომ ადამიანებისთვისაც კი.დაფაზე ეწერა: „მთელ მსოფლიოს უყვარს ბავშვი“, და ვიზიტორები 25 ცენტს იხდიდნენ შიგნით შესასვლელად. კრიტიკოსები ამას ექსპლუატაციად მიიჩნევდნენ, მშობლები კი — ხსნად.რაც ხალხმა ვერ გააცნობიერა, ის იყო, რომ ისინი სამედიცინო რევოლუციის მომსწრენი იყვნენ. შეგროვებული ყოველი მონეტა აფინანსებდა 24-საათიან საექთნო მომსახურებას, სპეციალიზებულ კვებას და კლიმატ-კონტროლირებად გარემოს — იმ სერვისებს, რომელთა უზრუნველყოფაზეც საავადმყოფოები უარს ამბობდნენ.კუნიმ ექთნებს მოუწოდა, აუდიტორიის წინაშე აეყვანათ და ჩაეხუტებინათ ჩვილები, რითაც აჩვენა, რომ ისინი არ იყვნენ „ნიმუშები“, არამედ ძვირფასი ბავშვები, რომლებიც სიყვარულისა და მზრუნველობის ღირსნი იყვნენ.ოთხი ათწლეულის განმავლობაში, სასოწარკვეთილმა ოჯახებმა ყველაზე სუსტი ბავშვები მიაბარეს მას და იპოვეს ის, რაც ექიმებმა ვერ იპოვეს: ეს იყო იმედი. როდესაც კუნის შოუები დასრულდა, მის კარებს 8000-ზე მეტი ახალშობილი იყო გამოვლილი, და დაახლოებით 6500 მათგანი ცოცხალი დაბრუნდა სახლში.ის, რასაც ბევრი „ყალბი“ ექიმის ყალბ კლინიკას უწოდებდა, თანამედროვე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მოდელად იქცა. ზოგჯერ, უდიდესი სამედიცინო ინოვაციები არა სტერილურ საავადმყოფოებში, არამედ მათ ხელში იბადება, ვისაც გამბედაობა აქვს, იზრუნოს მათზე, როდესაც სამყარო გაჩერდა.მარტინ კუნს არასდროს მიუღია სამედიცინო ხარისხი. მაგრამ მან მიაღწია ბევრად უფრო დიდ რამეს: ათასობით ოჯახის მადლიერებას და მემკვიდრეობას, რომელიც დღესაც ბევრ სიცოცხლეს იხსნის.

ვრცელდება ჩანაწერი მამა გაბრიელისა და მდუმარე ნიკოლოზის მშობლების შესახებ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი მამა გაბრიელისა და მდუმარე ნიკოლოზის მშობლების შესახებ:როგორც პოსტში ვკითხულობთ, მამა ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ზრდიდა მამა გაბრიელი რასაც ნარიმანის ნათესავები და ახლობლები ახლა ხშირად იხსენებენ.,,მამა გაბრიელმა მამა ნიკოლოზის მშობლებს უთხრა: „თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი შვილი გყავთ. მალე ისეთი დრო მოვა თქვენ შვილთან უამრავი ხალხი მოინდომებს მოსვლას და მუხლის მოყრას, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და ხელზე მთხვევა ძალიან ძნელი იქნება.ნიკოლოზი თავისი სულიერებით იმ სიმაღლემდე ააღწევს, რომ მის სიტყვას დაემორჩილება ქვეყნიერება!"დედის ქალბატონი რუსუდანის მოგონებებიდან:,,ტიმოთეს უბანში, ეკლესიის შესასვლელში უყვარდა მისვლა და იქ მარტო ჯდომა. ჩვენთან ერთი წვერებიანი ახალგაზრდა მათხოვარი მოდიოდა და ნარიმანს სულ რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელაც მოკიდა ხელი და მიჰყავდა. გამოვეკიდე და ვუთხარი სად მიგყავს-თქო. ასე მიპასუხა: რას ნერვიულობ, გავა დრო და ეს მაინც ჩემთან მოვაო. ეს იყო მამა გაბრიელი“.

ბოლო სიახლეები