გიორგი კალანდია: შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს – ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის

Read Time:40 Second

შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, რომ ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს. ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული გარემოებების გამო, ქართველ მეცნიერებს ხელნაწერთა შესასწავლად სინას მთის ბიბლიოთეკის საცავებში არ უშვებდნენ.

„ქართველებს დღემდე არ ჰქონდათ საშუალება, ბატონ-პატრონებად ეგრძნოთ თავი იოანე ზოსიმეს მემკვიდრეობასთან მიმართებაში.

არამეული ტექსტის არსებობა ქართული ტექსტის ქვეშ პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი ქრისტიანობის დასაწყისიდან ქრისტიანობის სათავეებთან იდგა. ანუ, ჩვენ ცივილიზაციურად მივეკუთვნებით ქრისტიანობის დასწყისს და ხალხს, რომელიც ამას მუდმივად ვამბობთ ამისი ხელშესახები დოკუმენტი ჩვენს სამშობლოში არ გვქონდა.

შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, რომ ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს. ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის – იმ კაცის ხელნაწერი, რომელმაც საქართველოს სულიერი მისია განსაზღვრა“, – აღნიშნა კალანდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტუ-ს რექტორი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემაზე – მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ისტორიისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანას ეროვნული საგანძურიდან გამქრალი არაერთი შედევრი დაუბრუნა და გადაურჩინა
Next post მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს