შრომის კოდექსი ამას ითვალისწინებს პირდაპირ და დეტალურად არის მოყოლილი, როგორ უნდა მოექცე თანამშრომელს, რომელიც შეიძლება შესაბამისად არ მუშაობდეს. მას უნდა მისცე შანსები გამოსწორების და არაერთგზის უნდა გააფრთხილო, – ხელოვნების სახლის დირექტორი, გიორგი კალანდია გამომცემლობების, „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება.
„მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მარიკა 7 წლის წინ, როდესაც იყო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი იდგა იმ აქციაზე, რომელიც იმართებოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომელიც იყო ბუბას მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ „იმედის“ თანამშრომელი მარიკა იქ იჯდა. მე ვარ „იმედზე“ იმიტომ, რომ ამ აქციაზე, აქციის სიმბოლოდ რომ იქცა ის ქალი, მუშაობს მერიაში, თბილისის მერიის კულტურის სამსახურში. ის არავის გაუთავისუფლებია სამსახურიდან და არც არავინ გეგმავს ამას. ამიტომ ვარ მე „იმედში“, რომ ჩვენ არავის არ ვდევნით. ჩვენ ვიცით, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ეთერებში უთქვამთ ეს და ჩვენ ამის გამო არავინ დაგვიბულინგებია“, – განაცხადა გირგი კალანდიამ.