სამშაბათი, მაისი 20, 2025

გიორგი იაკობაშვილი – 2011 წელს, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა შემომითვალა, რომ ჩვენთან იქნება გრანტები და დავაფინანსებთ ოფისის ქირასო- დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას. დავურეკე ზვიად ქორიძეს და მითხრა, მე რატომ მეუბნები, მედია პროექტების კოორდინატორი არის ალეკო ელისაშვილიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხებია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები, კომისიის წევრები ჟურნალისტ გიორგი იაკობაშვილს უსმენენ.

იაკობაშვილი საუბარში 2011 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა შეუთვალა, რომ იქნებოდა გრანტები, თუმცა, იაკობაშვილის თქმით, „მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა“.

„2011 წლის მარტია, სახლებიდან ვმუშაობთ, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა ვიღაცის პირით შემომითვალა, რომ ჩვენთან ახლა იქნება გრანტები, კერძოდ, 8 ათასი დოლარის ფარგლებში დავაფინანსებთ ოფისის ქირას, საოფისე ავეჯს და ტექნიკას, რაც ჩვენ არ გვქონდა. გამიკვირდა, რომ სოროსის ფონდის მხრიდან ასეთი შემონათვალი იყო, თუმცა, რადგან იყო, ავდექით, დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ამბავი და შემდეგ დავურეკე ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო ბორდის წევრი და მე ვუთხარი, რა არის მეთქი ეს და მე რატომ მეუბნებიო, მედია პროექტების კოორდინატორი არის ალეკო ელისაშვილიო. ყველანი კარგად ვხვდებით, რას ნიშნავს 2011 წელს სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორის პოსტი. ამ ადამიანს რა აქვს სალაპარაკო იმაზე, რომ დავუშვათ იქ ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო ან ზოგადად, დღეს წარმოადგენს რაღაცას“-განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ოთხი სასანქციო რეჟიმი, ჰიბრიდული თავდასხმებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.კერძოდ, ახალი შეზღუდვები შეეხო სააქციო საზოგადოება „კამაზის“ გენერალურ დირექტორს, სერგეი კოგოგინს და ნავთობის კომპანია „სურგუტნეფტეგაზს“. სულ ამ დოკუმენტში ფიგურირებს 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი. ისინი ძირითადად დაკავშირებულები არიან იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებასთან, მათ შორის დრონებთან.ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ჰიბრიდული საქმიანობისთვის შემოღებულია სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები 27 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციების სიაში შეტანილია კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის მოსამართლე ოლესია მენდელეევა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა პოლიტპატიმარ ალექსეი გორინოვს და სვეტლანა ჟურავლიოვა, რომელიც ამავე პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ე.წ. შავ სიაში ასევე არიან მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, ასევე რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი.ცალკე დამტკიცდა ე.წ. შავი სია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში „ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებასთან“. მასში შევიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები და ორი უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

გიორგი ვოლსკი – უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლე

2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ამჟამად კი საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.„ცნობისათვის: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში.სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი - რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს გიორგი ვოლსკი.

მარია ზახაროვა – რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს

რუსეთი არასდროს პასუხობდა ულტიმატუმებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს.„მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ, ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად, გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგის დროს.ზახაროვას თქმით, აშკარაა, რომ მშვიდობის მიღწევა დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ.„მათ სხვა მიზანი აქვთ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ შესვენება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზახაროვამ.ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს.

„აქსიოსი“ – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისადმი სერიოზულ დაინტერესებას ავლენს.„აქსიოსის“ ცნობით, ამერიკელმა ლიდერმა გამოხატა რწმენა, რომ რუსეთი მზადაა, დადოს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამასთან, ტრამპის საუბრიდან გამომდინარე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლასთან ახლოსაა.წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროპელი ლიდერები იყვნენ „გაოცებულები და შოკირებულები“.პორტალის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ტრამპი აცნობებდა მათ რუსეთის თანხმობას ცეცხლის შეწყვეტაზე ან აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.გავრცელებული ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამ სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოჰყვა. შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი მანამდეც დათანხმდა მოლაპარაკებებს და პირველი რაუნდი ჩატარდა სტამბოლში გასულ კვირას. წყაროების ცნობით, ამავე საუბრისას ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს შეახსენეს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით მისი იდეა იყო.„აქსიოსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს საუბარი უარყოფითად შეაფასა. ზელენსკის გარდა, ამ საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.ინტერნეტპორტალის წყაროების თქმით, მელონი ჩაერთო საუბარში და დაინტერესდა, „რატომ არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ორი კვირით გამოცხადდეს ზავი?“ იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში.„ვიღაც ხომ უნდა იყოს მსაჯული“, – მოჰყავს „აქსიოსის“ წყაროს მელონის სიტყვები. გავრცელებული ცნობით, მერცი გამოვიდა ინიციატივით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეხვედრა ჩატარდეს.საუბრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში. მან განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს თავის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ პუტინს სთხოვა, წარმოედგინა „ისეთი ვარიანტი, რომელზეც თანხმობა იქნება შესაძლებელი“ და არა წინადადება, რომელიც „დაუყოვნებლივ იქნება უარყოფილი“, – წერს „აქსიოსი“.ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წინა რაუნდებმა არ გამოიღო შედეგი და თუ ტრამპი არ მოახდენს ზეწოლას, პუტინი არ გაინძრევა.ცნობისთვის, 19 მაისს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამინდი მკვეთრად იცვლება – განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, ტემპერატურა კი 22 გრადუსამდე მოიმატებს.რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.

ბოლო სიახლეები