ზერეკიძის თქმით, კარგია, როცა იცი, რომ “ოცნების” აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით და იმაზე ფიქრით, ციხეში თუ გადარჩები.
“ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია “ოცნების” აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ იცი რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად,” – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.