კვირა, მარტი 23, 2025

გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე: ესეთ გაცხოველებულ, გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება

გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის” მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

„თავად „მეგობარი აქტზე“ თუ ვისაუბრებთ რასაკვირველია გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, უწოდო ანტიევროპული, ანტიდასავლური, მაშინ როდესაც ამდენი ხნის მანძილზე ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ტანჯავდა ადამიანებს, სიცოცხლეს, ღირსებას და ჯანმრთელობას ართმევდა, პირად ქონებას ართმევდა, საკუთრებას ართმევდა და პრაქტიკულად არავითარი დემოკრატიული და ევროპული იმ ხელისუფლებას არ ეტყობოდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც 20% დათმო ტერიტორიების და დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის. აი ამ რეალობასთან შეჭიდებულები ვართ დღეს, აი ამ მძიმე მემკვიდრეობით მოვედით დღევანდელ დღემდე, სტაბილურობა შევინარჩუნეთ და რასაკვირველია ცა და დედამიწაა განსხვავება იმ რეალობაში, რაც დღეს არის, იმ რეალობისაგან განსხვავებულია, რაც 2012 წლამდე გვქონდა, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ აქტმა დღის სინათლე იხილოს, იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს.

მანვე აღნიშნა, რომ გამოხმაურებას, რომელიც „მეგობარი აქტს“ მოჰყვა, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა აღლუმი.

„ადამიანების ჯგუფი ვინც აი ამას განაპირობებს, ორგანიზებას უკეთებს, სურს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ აქტმა დღის სინათლე ნახოს, რასაკვირველია ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე უსამართლობაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება აქ გამოხმაურებას და ესეთ გაცხოველებულ და გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა რაღაც აღლუმი, რომელიც მე მაინც მგონია, რომ დამთავრდება უშედეგოდ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არათუ კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურ ველზე მებრძოლებმა, არამედ უკვე ლიდერებად იქცნენ და ამ ლიდერობას პრაქტიკულად ვერც ვერავინ ვერ წაართმევს პოლიტიკური პარტიებიდან. მდიდრებიც არიან, უშველებელი რესურსია მობილიზებული და კვლავ სიტყვა, სათაური „დიფ სთეითი“ გამოდის წინა პლანზე. საქართველო ინარჩუნებს დამოუკიდებელ მმართველობის პრინციპებს და აი ამ რეალობას ვერ უსწორებენ თვალს და ებრძვიან ამ რეალობას. ეს არის ფაქტი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას გარკვეული შეფასებები ექნება, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენს ეგრეთწოდებულ ოპოზიციას გააჩნია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სპორტული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას – ირაკლი კობახიძე

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს,ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

გოგა ხაინდრავა ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„ჯ.უილსონი - ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას! რად უნდა გიღირდეს სამშობლო, რომ ამ ცილისმწამებელი გარეწარის, ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას მტრობდე!“ - წერს ხაინდრავა.

კრემლში მიიჩნევენ, რომ რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა დააახლოვა

კრემლში მიაჩნიათ, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი შეხვედრა დააახლოვა, – ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იყო ნდობით აღსავსე და გულწრფელი, რომელიც კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა.„ეს იყო აბსოლუტურად ნდობით აღსავსე, გულწრფელი, კონსტრუქციული სამუშაო ატმოსფერო, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა პესკოვმა.ამასთან, პესკოვის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარტო იმყოფებოდა.ჟურნალისტის კითხვაზე, დააახლოვა თუ არა ამ საუბარმა ორი ლიდერის უშუალო შეხვედრა, პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „უდავოდ“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული და რთულ ტექნიკურ მოლაპარაკებებს მოითხოვს.„ცხადია, რომ ეს შეხვედრა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა ჯერ რთული ტექნიკური მოლაპარაკებების ჩატარება, სწორედ ამიტომ, ორშაბათს, ჩვენი მომლაპარაკებლები გაემგზავრებიან ერ-რიადში ამ რთული პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა პესკოვმა.

ბოლო სიახლეები