ძალიან ცუდია, როცა გლოვის დღეს ვინმეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების კეთების სურვილი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დღეს გლოვის დღეა და იმ ადამიანების მდგომარეობა არ უნდა დავამძიმოთ, რომლებმაც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგეს. ძალიან ცუდია, როცა გლოვის დღეს ვინმეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების კეთების სურვილი აქვს. ყველა ექსპერტად გადაიქცა. ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს და უმჯობესია, ამ თემაზე ექსპერტებმა ილაპარაკონ. სტიქიური უბედურების დროს ადრეული გაფრთხილების სისტემა შესაძლებელი არ არის. არ მგონია, ექსპერტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები აქვთ და ფეხს არ იცვლიან. მათ არაერთხელ აუხსნეს ყველას, რომ არსებობს კატაკლიზმური მოვლენები, რომლის პრევენცია შეუძლებელია. არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები უნდა ვაკეთო. კითხვები დაუსვით იმას, ვისაც მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს. არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია და წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია. ამაზე მეტი კომენტარი არ მაქვს.