შაბათი, ნოემბერი 23, 2024

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული

ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ

„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლის ღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ვაშაძე – გთხოვთ, ორშაბათს გაეთავისუფლოთ სამსახურიდან და ჩვენს სამშობლოს ერთი დღე დავუთმოთ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს ერთდღიანი შვებულება აიღონ და სამშობლოს ერთი დღე დაუთმონ. როგორც გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გამართონ. „მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. კვირას და ორშაბათს არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა, გვინდა, იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც. ბათუმში ხვალაც არის მსვლელობა 15:00 საათზე. ვართ მაქსიმალურად მობილიზებული კოორდინაციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

მივესალმოთ ენი მამარდაშვილის მშობლებს... გიორგი და ელენესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალური ქსელის საშუალებით, მრევლს გიორგობას და სამების ტაძრის გახსნიდან 20 წლისთავს ულოცავს. „წელს, გიორგობას, 20 წელი სრულდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან. იმ პერიოდში, მაცხოვრის შობიდან 2000 წლისთავთან დაკავშირებით, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში აიგო ახალი ეკლესიები. ჩვენ ღვთის ამ სახლის მშენებლობით შევხვდით ქრისტიანული სამყაროს უდიდეს თარიღს და ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავს. თუმცა, ტაძრის კურთხევა მოგვიანებით, 2004 წელს, მოხდა. მას საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა, მაგრამ უსახსრობის გამო პროცესი მალევე გაჩერდა. ეს მდგომარეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. შემდეგ მისი უწმინდესობის თხოვნით და ბატონი ედუარდ შევარდნაძის შუამდგომლობით, მისი აგება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იტვირთა, რომელმაც, ხალხის შემოწირულობებთან ერთად, უზრუნველყო კომპლექსის მშენებლობა, მოპირკეთება, კეთილმოწყობა და გამშვენება. პროექტის ავტორია ბატონი არჩილ მინდიაშვილი; მშენებლობას ზედამხედველობას უწევდა ბატონი ირაკლი ანდრიაძე; მთავარი ხატმწერი - ბატონი ამირან გოგლიძე და სხვანი. მუშაობის პროცესში მრავალი სამშენებლო ორგანიზაცია და ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის: ხელოსნები, ქვის მთლელები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, მეცნიერები, სტუდენტები, სასულიერო პირები, მრევლი და საერთოდ ჩვენი მოქალაქეები. ღმერთმა შეიწიროს ყველას ღვაწლი! ეს იყო ისტორიული მშენებლობა არა მარტო თავისი მასშტაბით, არამედ იმითაც, რომ სწორედ მან მისცა დიდი ბიძგი შემდგომში არაერთი ახალი ტაძრის აგებას საქართველოში. როგორც ცნობილია, წმინდა გიორგი საქართველოსთვის გამორჩეული წმინდანი და შემწეა. იგი ხშირად ხილულად მიუძღოდა ჩვენს ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში და ქრისტიანული რწმენის დაცვისთვის განამტკიცებდა. ამიტომაც, მისი სალოცავებითაა მოფენილი ჩვენი ქვეყანა. ყველას, ვინც ამ დიდმოწამის სახელს ატარებს, და სრულიად საქართველოს ვულოცავთ გიორგობას! გილოცავთ სამების ტაძრის გახსნიდან 20 წლისთავს. წმინდა გიორგის მეოხებითა და შეწევნით ღმერთმა კვლავაც მოგვცეს ძალა ბოლომდე უფლის გზით სვლისა, ამინ!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი – ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, რადგან ის 27 ქვეყნის კონსენსუსზეა დამოკიდებული, ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად აშშ მართავს

ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, რადგან ის 27 ქვეყნის კონსენსუსზეა დამოკიდებული, ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად აშშ მართავს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხათან“ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის, რა შეიძლება გაკეთდეს სანქციების მიმართულებით. „მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება, იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომლებზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით: „გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას. ცილისწამების ახალი ფაზა ეხება ე.წ. დაზიანებებს თითქოს, ყრმა იესოს სახეზე ბზარი მძიმე ისტორიული წარსულის შედეგი კი არა,ახლად მიღებული დაზიანებაა. ეს არაპროფესიული და არაეთიკური ქმედებები ემსახურება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გელათის კომპლექსში მიმდინარე საკვლევ-საკონსერვაციო ქმედებების დისკრედიტაციას. ▪ სამწუხაროა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობას იღებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გათვითცნობიერებული პირებიც, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ გელათის მოზაიკური კომპოზიცია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებშიც, რასაც დიდწილად განაპირობებდა მონასტრის სიახლოვეს მიმდინარე კარიერული აფეთქებები. აღნიშნული მძიმე გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გამოჩენილმა ქართველმა კონსერვატორმა, აწ განსვენებულმა კარლო ბაკურაძემ, მოზაიკური კომპოზიციის გადასარჩენად ფასდაუდებელი საკონსერვაციო პროექტი განახორციელა. ბატონმა კარლომ მოახდინა 85% საფუძველს მოცილებული მოზაიკური კომპოზიციის ფიქსაცია და გამაგრება. სწორედ ამ საკონსერვაციო პროექტის განხორციელების შემდეგ, 1991 წელს, მოხდა ფოტო-გადაღება და აღნიშნული მასალა დღესდღეობით ინახება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში. ▪ ფართო საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების ანალოგი, რომელიც 1991 წელს არის გადაღებული და რომელიც გამოთხოვილ იქნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივიდან: იხილეთ შედარებითი ვიზუალიზაცია: ▪ აღნიშნული მასალა ცხადად აჩვენებს, რომ არსებული დაზიანებები მაშინაც აღენიშნებოდა მოზაიკას და ამის დაბრალება დღეს მიმდინარე პროცესზე ან ამორალურობაა ან სრული უმეცრება! ▪ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს გვსურს ასევე შევახსენოთ, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მესვეურთა მხრიდან, ათწლეულების განმავლობაში, არ დამდგარა საკითხი მოზაიკური კომპოზიციის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი კვლევისა, ვიდრე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ არ იქნა მოწვეული მოზაიკის კონსერვაციის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტი - პროფესორი რობერტო ნარდი. მისი დიდი ძალისხმევითა და უაღრესად ფრთხილი მიდგომით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოზაიკის მდგომარეობისა და მასალების სპეციფიკაციის კვლევა, რათა ზუსტად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს მომავალი საკონსერვაციო მიდგომები და მეთოდოლოგია“. საზოგადოება

ბოლო სიახლეები