საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერსა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განხილვის მთავარი თემა იყო.
„განვიხილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები და პერსპექტივა, თუ როგორ შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.