ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026

გიორგი ვოლსკი: რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?

კრემლთან დათმობის პოლიტიკა აქ არ იგრძნობა, რადგან კრემლისთვის იდეა არის არა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, არამედ თავისი ინტერესების გატარება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნათია თამაზაშვილი – ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი – ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ – სამწუხაროა, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს,...

ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ - ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.მისივე თქმით, საქმეში არსებული ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის “ბრალის დამადასტურებელი“.„დღეს არსებითი განხილვა იწყება. წინა შემთხვევაში ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის. ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი.ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ. მაინც ვფიქრობ, რომ ეს საქმე შემთხვევით არ უნდა იყოს შერჩეული. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რა გააკეთა ირაკლიმ თავდაცვის სამინისტროსთვის, ზოგადად, თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის და რა დამოკიდებულება აქვს სამინისტროსა და ჯარს მის მიმართ. ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება დასწრებოდა პროცესებს და ხომ არ აპირებს ვრცელი განცხადების გაკეთებას, ადვოკატის თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.„მე ირაკლის მაგივრად ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ, ვნახოთ წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს. დაველოდოთ პროცესს“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – საგარეო გამოწვევებზე პასუხი ერთია, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება

ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია , რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი: ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველ დიპლომატებს ეკისრებათ უდიდესი მისია, გაატარონ ეროვნული ინტერესები და განამტკიცონ საქართველოს, როგორც სანდო და მშვიდობისმყოფელი პარტნიორის ავტორიტეტი

ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე, თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება, – ამის შესახებ საქრათველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა.„ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთის გზაჯვარედინზე. იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე, ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება.სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური აქტორების სტრატეგიული მიზნები. საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს.თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს.დღეს მსოფლიო იმყოფება ურთულეს, გარდამავალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა გლობალურ წესრიგს, ფუნდამენტური რყევების პროცესშია. ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომები, მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური საფრთხეები ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვების ფასი უკიდურესად მაღალია. ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს.ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია – გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს.გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო! ანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე. მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს. გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„პოლიტიკო“ – ნატო-ში ელოდებიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპი ალიანსის მიმართ კრიტიკას გააძლიერებს

ნატო-ში ელოდებიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი ალიანსის მიმართ კრიტიკას გააძლიერებს, — ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.როგორც გამოცემა ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ნატო-ში შეშფოთებული არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ კონგრესში უმრავლესობას დემოკრატები თუ მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკის მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობები შეეზღუდება, აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს. სამი დიპლომატის განცხადებით, ეს, შესაძლოა, ევროპიდან დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას ნიშნავდეს.„როგორც წესი, პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას კარგავენ, საგარეო პოლიტიკაში აქტიურდებიან. ის შეიძლება ძალიან გაბრაზდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხისტი იქნება“, — განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწემ, ოლივია უელსმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-სთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ“. ამასთან, მისი თქმით, ტრამპი კვლავ მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დროს ნატო-ს მოკავშირეებს შეერთებული შტატებისთვის მხარი უნდა დაეჭირათ.მოკავშირეების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვაა, პროცესი, რომელიც დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. სამი დიპლომატის განცხადებით, თუ ახლად არჩეული კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკის საკითხებზე კანონების მიღებაში ხელს შეუშლის, პრეზიდენტმა, შესაძლოა, ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდოს, რათა მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებულის“ (MAGA) მხარდამჭერების მობილიზება შეძლოს.წყაროების ცნობით, ტრამპმა შესაძლოა, ასევე შეამციროს აშშ-ის შენატანები ალიანსის ფონდებში, შეზღუდოს ნატო-ს მხარდაჭერით მოქმედი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის პროგრამა PURL-ი და რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს. თუმცა მოკავშირეების ნაწილი უფრო სკეპტიკურად უყურებს შესაძლებლობას, რომ ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.„ჩვენ მუდმივად გვესმის ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტრამპი ნატო-ს დატოვებს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა“, — განაცხადა მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა, დრაგან კრაპოვიჩმა.შეგახსენებთ, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრსა და სენატის 35 წევრს აირჩევენ.

სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მამის, გიორგი (გოგი) სამუშიას, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გიორგი (გოგი) სამუშიას გარდაცვალების გამო.ბატონო ჯაბა,გულწრფელად ვიზიარებთ თქვენი ოჯახის დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში, თანაგრძნობას გიცხადებთ.მამის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, რომლის სიმძიმის შემსუბუქება მხოლოდ მოგონებებითაა შესაძლებელი.გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაგრძნობა. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას ამ მძიმე განსაცდელის დროს.უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი გიორგის სული, ხოლო მის ოჯახს მიანიჭოს ნუგეში და მშვიდობა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები