კვირა, სექტემბერი 14, 2025

გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის მიღწევა პროცედურულად საკმაოდ რთულია.

„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.

არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისათვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.

„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე, რომ ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითიც ამაყობს ევროკავშირი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რაღაც სერიოზული გჭირს… ეს უბრალოდ ავადმყოფობაა“ – ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში  ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი  კირკის მკვლელობას ეხმაურება.„თუ ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობ, რაღაც სერიოზული გჭირს. არ მაინტერესებს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე, ზემოთ, ქვევით, თუ სადღაც შუაში - ეს უბრალოდ ავადმყოფობაა...“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს დღე, უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა – ანუ მარტიდან, (ქვეყნის შესაქმის თვიდან) მეშვიდე თვე – სექტემბერი.ტარადიცულად ყველა ტაძარში ამ დღეს იხდება სამადლობელი და სასწავლო პარაკლისი. ეკლესია მადლობას სწირავს უფალს, გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა..

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს – თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მას შემდეგ მიმართა, რას მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. "მონა"!, "გრცხვენოდეს"!- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოსამართლეს.ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარებას ევროკავშირი საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.„14 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლება ატარებს რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს, მათ შორის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ, ქალაქ სევასტოპოლში. ევროკავშირი არ აღიარებს არც ე.წ. არჩევნებს და არც მათ შედეგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაერო-ს ქარტიის და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევა.რუსეთის შეჭრისა და მის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას: ყირიმი უკრაინაა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობები. ევროკავშირი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებში და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“,  – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, რუსეთში რეგიონული არჩევნები 12-14 სექტემბერს ტარდება.

ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.მანამდე დაცვის მხარემ მოსამართლის, ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულმა მოსამართლემ გასცა ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება და საკუთარი პოზიცია უკვე გამჟღავნებული ჰქონდა. მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილი არიან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. დღეს კი საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.

ბოლო სიახლეები