არანაირი ხმების დაცვის აუცილებლობა არ არის აქტუალური თემა. სწორედ ამის აქტუალიზაციას ცდილობს ოპოზიცია, თითქოს მათ ხმები აქვთ დასაცავი და ვითომ საზოგადოებას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება რაიმე დარღვევებით ჩატარდეს არჩევნები, საზოგადოებას არ აქვს ასეთი განცდა. – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე საშიშროება მომდინარეობს სწორედ იმ გაერთიანებისგან, რომელიც ასეთ დეკლარაციას ღებულობს.
„რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ საზოგადოებაში ამ პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ. ვფიქრობ, რომ დეკლარაციას თავისი მიზანი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა დეკლარაცია სჭირდება იმას, რასაც მთელი მსოფლიო, მთელი დემოკრატიული სამყარო არათუ მოგვიწოდებს, არამედ, ჩვენთან ერთად იმუშავებს ამ საკითხებთან მიმართებაში, რომ ჩატარდეს არჩევნები და რაც შეიძლება მაღალი დონის მეთვალყურეობა იყოს დაწესებული საარჩევნო პროცესზე, ვინაიდან საშიშროება მომდინარეობს სწორედ იმ გაერთიანებისგან, რომელიც ასეთ დეკლარაციას ღებულობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების ურთიერთდაცვის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.