ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

გიორგი ვოლსკი ოპოზიციას: შეუძლებელია მოგება, როდესაც ხალხს ომს ჰპირდები და იმასაც არა საკუთარი რწმენით

ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებაზე და მათ მიმართ ნდობის დეფიციტზე ალაპარაკდა. „ახალი არჩევნებიც რომ იყოს, წავაგებთ… ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“ – ეს განცხადება ოპოზიციონერმა ცოტნე კობერიძემ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მას სოციალურ ქსელში უპასუხა.

„შეუძლებელია მოგება, როდესაც ხალხს ომს პირდები და იმასაც არა საკუთარი რწმენით’’, – წერს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, კითხვაზე მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პასუხს ოპოზიცია თავს არიდებს, თუმცა, როგორც გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დო­ნეც­კის ოლ­ქში ქა­ლაქ პაკ­როვ­სკის­თან დაიღუპა უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი 34 წლის თარ­ბეი (თაბო) არ­ქა­ნია. ­ინფორმაციას არქანიას დაღუპვის შესახებ მისი მეგობარი გაგა კიკ­ნაძე ავრცელებს.არქანიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. არ­ქა­ნი­ას ოდე­სა­ში, 10 მა­ისს დაკ­რძა­ლა­ვენ. დაღუპულს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, 26 მაისთან დაკავშირებული ინიციატივაც ცუდად დამთავრდება

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით.„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, 26 მაისის ღონისძიებით ვის ემიჯნებიან, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:„უმნიშვნელოა, არ აქვს არანაირი ღირებულება და აზრი არ აქვს ამის სერიოზულად აღქმას, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს საზოგადოების გახლეჩა. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს იმხელა რეპუტაცია დარჩა, რომ საზოგადოება გახლიჩოს, ჩვენი საზოგადოება ისედაც გახლეჩილია, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერც იქეთ, ვერც აქეთ ვერ შეცვლის“.

გია ვოლსკი – მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს მსოფლიოში მიმდინარე ომის პირობებში გააჩნია, ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, უსამართლობის ხარისხმა მოიმატა.„მთელ მსოფლიოში დაუნდობელი ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტია. უსამართლობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცივსისხლიან პრაგმატიზმზეც, რომელიც ასეთი აქტის მიღებას განაპირობებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს გააჩნია ომის პირობებში, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. გარკვეულწილად ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა. იმედს ვიტოვებთ, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს, ვინაიდან, ისტორიის არცერთ ეტაპზე ჩვენ, როგორც მოკავშირეს, არ გვიღალატია მთავარი პრინციპისთვის, გინდათ, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე დგომით და თუნდაც, იმ ევროპული ფასეულობების დაცვით, რაც საქართველოში დღეს არსებობს და ასეთი თვალნათელია. ჩვენ მართლები ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. ამ გადაწყვეტილებებს თუკი განაპირობებს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, ამასაც მყარად, საღი აზრით და საზოგადოებისადმი რეალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით უნდა შევხვდეთ. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც დღეს მივყვებით“, – განაც ხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, „დიფ სთეითის“ შტაბბინა ბრიუსელში გადაინაცვლა.„აშშ-ში სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს. უამრავი ადამიანი სამსახურიდან დათხოვილია, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურებს ემსახურება და ჭანჭიკებს წარმოადგენენ იმ უშველებელ სისტემაში, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია კონკრეტული მოსამართლისგან მოითხოვს, აღიაროს, რომ „დიფ სთეითან“ დაკავშირებულ ორ ადამიანთან კავშირი არ ჰქონდა და უტევდა ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, ახლაც და როდესაც ტრამპი პოლიტიკაში არ იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ყველამ ბრიუსელის ერთი დამახასიათებელი ნიშანი უნდა გაითვალისწინოს, ქვეყნები კი არ განაპირობებენ პოლიტიკას კონსენსუსით, არამედ ბიუროკრატია განაპირობებს გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს.„მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ, ისევე, როგორც ჩვენ გვიპირისპირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი პოლიტიკა. საქართველოში გარკვეული ძალა არსებობს, რომელიც გლობალური ომის პარტიას სრულად ექვემდებარება, რომელიც მსოფლიოს მართვის პრეტენზიას აცხადებს. იმედი გვაქვს, ეს ძალა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. ახლი ადმინისტრაციაც მარტო არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომელიმე ძალის ასპროცენტიანი გამარჯვებით დამთავრდეს. გარდამავალ უპირატესობას ვხედავთ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. „მეგობარი აქტი“ გარდამავალი უპირატესობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა, ამას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს

ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა. ამას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის.„არსებობს ამოჩემების სინდრომი – ამოჩემებული აქვს და პრეზიდენტობის ვადა გაიგრძელა, ხან აღლუმის მიღებას აპირებს, ხან საქართველოს უცხოეთში წარმოდგენას. ქართული საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის. გასაგებია, რომ მას ნულოვანი რესურსი აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა აქვს და მისი გამოხდომებიც აქედან გამომდინარეობს. მას „ნაცმოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში არანაირი რესურსი არ აქვს, ისინიც კი ცუდად იხსენიებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები