მე ვფიქრობ, რომ ეს დესტაბილიზაციის თემა არის მათთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც არანაირად არ ჩამოშორდებიან, ვინაიდან მათ გამარჯვებას არჩევნებში პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ არის, ის, რომ შეიძლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა არ დაზოგოს ჩვენი სტაბილურობა, ის რომ გონივრული პოლიტიკის გატარებაა საჭირო, სხვადასხვა აზრი გვაქვს და ყველაფერს საზოგადოება უნდა წყვეტდეს არჩევნების გზით“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

