სერიოზულად შეირყა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტების პოზიცია, რომლებიც თითქოსდა პროდასავლურობით იყვნენ გამორჩეული, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე დარჩენით, პოლიტიკური სუბიექტები თავიანთ სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ.
„ბარიერის ერთ მხარეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია, ბარიერის მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა, ვინც ამ პოზიციაზე დარჩება მასთან ერთად, სერიოზულ დარტყმას მიიღებს, როგორც ახლა, ასევე სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაშიც“, – განაცხადა ვოლსკიმ