კვირა, მარტი 22, 2026

გიორგი ვოლსკი: მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში

მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რა შეიძლება მოიტანოს სანქციების დაწესებამ, რასაც ითხოვენ? ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია და არ აღგვიდგენია. იგივე ეხება ვიზებს: სააკაშვილის პერიოდიდან მოდის ეს. რატომ აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს? ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ დაიქცევა ქვეყანა რეალურად, თვითონაც კარგად იციან. გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც – მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს ისეთი თემა, რომ შენ მუდმივად ჰყავდე ამ უსამართლო შენიშვნების ქვეშ, რათა სამომავლოდ გადაწყვეტილება მიიღონ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს სჭირდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას“, – აცხადებს ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები