ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობის, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას, საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვება.
„ზოგადად დებატები კარგი პრაქტიკაა, ყველა პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი და ყველას გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქალაქსა და ქვეყანაში ერთად უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. რაც არ უნდა მწვავე იყოს დებატები, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. არ შეიძლება, რომ ძალადობაზე საუბრობდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცნობილია არა თუ ძალადობით, არამედ სადიზმით რომელიც, ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ახასიათებს. ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით რაც თქვა, რომ თითქოსდა ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არათუ ძალადობის, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში. დებატები საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, ესეც აღსანიშნავია, თუმცა სურათი მთლიანობაში კარგად დაიხატა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
