ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, – ასე შეაფასა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრემიერის გადადგომა. მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, კამპანიისას გახარია „ქართული ოცნების“ სახელს იყენებდა და ხალხს ეუბნებოდა, თითქოს რეალურად მმართველი პარტიის ნაწილი იყო.
„ახლა შეანელეს ეს რიტორიკა, იმიტომ რომ პოპულარული აღარ არის. მაგრამ პირველი ინერცია საკმაოდ სერიოზული და თვალსაჩინო იყო და ამაზე ყოველდღე უშველებელი ინფორმაცია მოდიოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.