პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე იმ რეალური პროცესის საფუძველზე, რომელიც მარტო ჩვენთან არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არაა თვალსაჩინო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხდა.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს იმ ქვეყნის სახელით, რომელიც პარტნიორია რეგიონული თუ საერთაშორისო სხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ფაქტია ის, რომ რეგიონს ნამდვილად სჭირდება ჰაბი, ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს“, განაცხადა ვოლსკიმ.