ყველაფერზე მიდიან. ახლახან რაც რუსთაველის პროსპექტზე ვიხილეთ, ეს არის უნამუსობის პიკი, რაც ბოლო პერიოდში გვესმის. ზუსტად იციან, რომ არავითარი რუსული ორბიტა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ არსებულ ვითარებაში საკუთარი ინტერესები გაატაროს.
„არ არსებობს ინტერესი იმისა, რომ საქართველო რაღაც ორბიტაზე მოხვდეს. საქართველოს ინტერესი არსებობს იქ, სადაც ქართული საზოგადოების ინტერესია. „ნაცმოძრაობის“ ოჯახები იქნება, „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა პარტიის, არ არსებობს ოჯახი, ვისაც უნდოდეს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.