სამშაბათი, მაისი 27, 2025

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ მხრიდან ზურაბაშვილის წინადადებაზე ალტერნატივა არ მომისმენია, მხოლოდ დაჭერა? გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა – ეს არის ახალი და არა არსებული წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინადადებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ალტერნატივა არ გახმოვანებულა

„გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ჩიხში, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა გამოსავალი წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით თქვა – ეს არის ახალი და არა არსებული წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნები და არა – პირიქით, ანუ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნები. 4 ოქტომბერს რაც იგეგმება, ეს არჩევნები არ არის და მე სრულად ვიზიარებ ამ წინადადებას. საპირისპიროდ არაფერი არ მომისმენია „ქართული ოცნების“, ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებისგან, რომ რამეს სთავაზობს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაა.

„საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფებამ, ჩვენ ძალიან მკაფიო, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ალტერნატივა არ მომისმენია. მხოლოდ და მხოლოდ დაჭერა? გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ უმძიმეს ჩიხზე და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია. ერთი სიტყვა მაინც თუ გსმენიათ მათგან. იმედი მაქვს, ზუსტად იმავე  მონდომებით დაუსვამთ კობახიძეს კითხვას, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი, თქვენ, პროპაგანდისტულ მედიას გაქვთ კონტაქტი, შეგიძლიათ, დაუსვათ კითხვა. არჩევნებში ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს. ისინი რას ხედავენ? ერთხელ მაინც გაბედავთ? დღეს მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია. თვალებს თუ გაახელთ და პროპაგანდისტულად არ შეხედავთ ამ ყველაფერს და რეალობას არ გააყალბებთ, ამას თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

დედის ლოცვა შვილებისთვის!ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ეკა ბესელია – არც არავინ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს – წერილის ავთენტურობა და ორიგინალი ვერსია უნდა ვნახოთ, ალბათ, საელჩო გააკეთებს...

ბესელია ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილსაც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.მისი თქმით, წერილის ავთენტურობა დაუდასტურებელია და ალბათ, საელჩო გააკეთებს განცხადებას.როგორც ბესელიამ აღნიშნა, არავინ დაიჯერებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ყაველაშვილს ულოცავს.“ჯერ ერთი, ამ წერილის ავთენტურობა და ამ წერილის სწორი ვერსია უნდა ვნახოთ იმიტომ, რომ გუშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვა გავრცელდა, ძალიან ღიად და ცხადად იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფო მდივანი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ულოცავდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. დღეს ეს სულისკვეთება აქვს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და სანქციების დაკისრების პირობებში რომელ ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობთ, როდის იყო, სანქციებს უწესებდნენ ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმაციასაც აღიარებენ, გამორიცხულია.დამთავრებულია ეს ლეგიტიმაცია, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები უკვე მიღებული აქვს, პრეცედენტი არ არსებობს, რომ მიღებული სანქციის შემდეგ ვინმეს მიმართ გაუქმდა მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ახლა, ილაპარაკო იმაზე, რომ შეიცვლება და მილოცვა, რომელიც არავინ იცის საერთოდ, როგორ გაავრცელეს და რა ტექსტია, ორიგინალს ვნახავთ და საელჩო ალბათ გააკეთებს განცხადებას. არც არავინ არ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძე – ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას თუ გავაგრძელებთ, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება, მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით

ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ ტემპით თუ გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა, მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება, მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არცერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო ხალხი, პრეზიდენტ ტრამპის წერილში საუბარია მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“...

აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს, პრეზიდენტ ტრამპის წერილში პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე პირდაპირ საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის დაპირისპირებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.კობახიძის თქმით, მოხარულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ.„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით

მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნილი პირველი წერილი რადიკალურად განსხვავდება მიხეილ ყაველაშვილის სახელზე პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოსული წერილისგან.ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს წარმოაჩენს დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთისა და იმავე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ბოლო სიახლეები