„ქართული ოცნების“, ივანიშვილის და ლიდერების – მეტი იზოლაცია, ჩვენ – მეტი ინტეგრაცია ამერიკასთან, აი, ეს არის „MEGOBARI აქტი“. ამ აქტის განხილვა იწყება სენატში – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მისთვის არასასურველ ბევრს მოისმენს და ჩვენ, ძალიან ბევრ კარგს მოვისმენთ, რაც მეტ იმედს მოგვცემს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკასთან მეგობრობა და „მეგობრობის აქტი“ საქართველოსთვის ნიშნავს დაცულობას, განვითარებას და წინსვლას, „ივანიშვილის გზა კი, არის იზოლაციისკენ და ის ყველაზე დაუცველი გზაა“.
„თუ მარტო დავრჩებით ძალიან მარტივი იქნება ჩვენი დამონება, ამიტომ გვინდა ჩვენ მეგობრობა ამერიკასთან და ჩავთვალოთ, ეს არის ამერიკის მეგობრობის მხარდაჭერის მსვლელობა. ეს „მეგობრობის აქტი“ საქართველოს სჭირდება. ჩვენ ბევრი გვყავს ამერიკაში, ევროპაში და მათაც სჭირდებათ ჩვენგან გამხნევება ჩვენი აქციებით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი ხმამაღალი სიტყვით, რომ არ დაიღალონ ჩვენ მხარდაჭერაში იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, გამარჯვებაში. ეს უნდა ვაჩვენოთ.
„ქართული ოცნების“, ივანიშვილის და ლიდერების – მეტი იზოლაცია, ჩვენ – მეტი ინტეგრაცია ამერიკასთან. აი, ეს არის „მეგობარი აქტი“. ამ აქტის განხილვა იწყება სენატში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით მიღების კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი, ამიტომ ეს განხილვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, რა პოზიციები არის ამერიკიდან საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მისთვის არასასურველ ბევრს მოისმენს და ჩვენ, ძალიან ბევრ კარგს მოვისმენთ, რაც მეტ იმედს მოგვცემს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ