ხელისუფლებას რომ უწოდებენ საკუთარ თავს, გვეუბნებიან, რომ ირანიდან სერიოზული საფრთხეაო, სამეზობლოში არის ომიო. პირველი, რაც ამ დროს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებამ უნდა ერის კონსოლიდაცია, გაერთიანება უნდა მოახდინოს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მართლაც რომ რაღაცა იყოს, რას ვშებით, ასე დაქსაქსული და დაპირისპირებულები აპირებენ ყოფნას?
„ღმერთმა დაგვიფაროს და, მართლაც რომ რაღაცა იყოს, რას ვშებით, ასე დაქსაქსული და დაპირისპირებულები აპირებენ ყოფნას? ხომ გვეუბნებიან, ომის საფრთხე არსებობსო, თუ ომის საფრთხე არსებობს, ომის საფრთხეს გაერთიანებული უნდა დახვდე და არა – დაქსაქსული. ამ ვითარებაში, როცა მატყუებ და მეუბნები, ვითომ ომის საფრთხე არის ქვეყანაში, სხვაგვარად უნდა იქცეოდეს ქვეყნის მთავარსარდალი – ერს უნდა აერთიანებდეს, საგარეო საფრთხის წინაშე ამობილიზებდეს. ამას თუ არ აკეთებს, ესე იგი, მხოლოდ ტყუილით და ისევ დეზინფორმაციით უნდა ხალხის შეცდომაში შეყვანა. მე რომ ქვეყნის სათავეში ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, „ხალხო, ახლა შიდა დაპირისპირების დრო არ არის, აგერ ყველა პოლიტიკურ პატიმარს ვუშვებ, ვდგამ პირველ ნაბიჯს და მოდი, გავერთიანდეთ“. თუ ასეთი საფრთხეა, მოდი, ერთად დავდგეთ. აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

