პარასკევი, იანვარი 17, 2025

გიორგი ვაშაძე – მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ახალ გარემოებებში უნდა ჩატარდეს, ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში

ჩვენ მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია, მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც, მნიშვნელოვანია, ახალ გარემოებებში ჩატარდეს, სწორედ ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„პრინციპში, ჩვენი მხრიდან მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია. მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის და ეს არის ერთადერთი გზა ქაოსის, იმ დაპირისპირების თავიდან არიდებისა, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოებებში ჩატარდეს ეს არჩევნები. საუბარია როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციასა და ერთი პარტიის წნეხისგან გათავისუფლებაზე, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს. პრინციპში, ამაში შეჯერებული ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას, რათა მოხდეს ვითარების ნორმალიზება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“არ გავჩერდებით არასდროს” – რას ამბობს დუტა სხირტლაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ?

მსა­ხი­ო­ბი დუტა სხირტლა­ძე უკვე 50-ე დღეა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბა და და­კა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს. "ვე­ლო­დე­ბი, რომ მალე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა და იმა­საც ვე­ლო­დე­ბი, რომ მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ ყვე­ლა პა­ტი­მარს, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ არის და­ჭე­რი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ჩემს კო­ლე­გებს. არა მარ­ტო ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ბევ­რნი არი­ან კი­დევ,“ - გა­ნა­ცხა­და დუტა სხირტლა­ძე “მთა­ვარ არხთან“

მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე. მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეთიუ მილერი – ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერის, გახარიას მიმართ

მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, გიორგი გახარიას მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას მიმართ. ეს არის „ქართული ოცნების“ რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს“, – წერს მეთიუ მილერი.

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „საქართველოს მწერალთა კავშირი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი ორგანიზაციის წევრის, ესპანეთში მცხოვრები მწერლის ალექსანდრ პოტიომკინის ქალიშვილი, ა ნ ა პ ო ტ ი ო მ კ ი ნ ი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ოთხი ქვეყანა, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. როგორც „უნიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აღარ არის საიდუმლო. „აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია – ისინი იყვნენ გულწრფელები, მათ არ სურდათ ჩვენი ნახვა ნატო-ში. ეს არის ღია საუბარი. ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, რომ ეს არის ის ოთხი ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ხედავდნენ უკრაინას ნატო-ში“, – თქვა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები