შაბათი, მარტი 21, 2026

გიორგი ვაშაძე – გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე

გუშინ დღეს არ ყავს დამარცხებული, გუშინ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ და ვფიქრობ, დადგა დრო დავფიქრდეთ, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ჩვენ უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა ყიჟინის დრო არ არის, ახლა არის კიდევ უფრო მეტი მუშაობის, გეგმაზომიერი ნაბიჯების დრო, რათა საბოლოოდ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება.

„გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნას მიღებული თავიდან ბოლომდე. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პირადად აშშ ელჩს, ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და ვისგანაც სრული მხარდაჭერა არის ქართული დემოკრატიის მშენებლობის. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე დიდი არჩევანი მაშინ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ – ან საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და სადაც იქმნება სამუშაო ადგილები ან საქართველო, რომელიც არის რუსულ ვექტორზე გადასული, ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება და შიმშილი და გაჭირვება აწუხებს მოსახლეობას. ეს დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მინდა გამოვეხმაურო უმნიშვნელოვანეს წერილს, რომელიც გუშინ ამერიკის სენატის და კონგრესის წარმომადგენლებმა მიწერეს მაიკ პომპეოს. სამი მთავარი საკითხია, მოცემულია ამ წერილში, პირველი ეს არის რომ საქართველო პრობლემას უქმნის ამერიკულ ინვესტიციებს, მეორე, რომ საქართველო მფარველობს საეჭვო წარმომადვლობის ირანულ ბიზნესმენებს და ირანულ ფინანსურ რესურსებს. მესამე არის ის, რომ ამ წერილში პირდაპირ მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მთავარი პარტნიორი საქართველოში. მთავარი კითხვა ისმის, საქართველო, რომელიც არის აშშ სტრატეგიული პარტნიორი, რა მიმართულებით ვითარდება და ხომ არ სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება აშშ-ის მხრიდან ამ პროცესს. ამ წერილს ხელს აწერს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი და სხვა სენატორ და კონგრესმენებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".

ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს- რა ამბავს იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი ილია...

,,მინდა ამ სურათის ისტორია გიამბოთ. ბერლინში, გულის ოპერაციის შემდეგ, უწმინდესს რეაბილიტაციაზე გაჩერება მოუწია რამდენიმე კვირით. მე ლონდონიდან ჩავედი, რომ მენახა. დილით მივდიოდი და საღამოს ლოცვამდე ვჩერდებოდი. ახალ საგალობელს წერდა. უწმინდესი მელოდიას მღეროდა და სვიმონ ჯანგულაშვილს ნოტებზე გადაჰქონდა. ერთხელ, საუზმეზე, მკითხა: – დღეს რა ნახეთ, აქ რომ მოდიოდით? მეც ვუყვები, რომ ტიერგარდენში, რომელიც სასტუმროს გვერდით იყო, ვნახე ძალიან საინტერესო კომპოზიცია სამი კომპოზიტორის ძეგლი: ბეთჰოვენი, მოცარტი და ჰაიდნი. ვინაიდან რაიხსტაგის სიახლოვესაა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ძეგლი დაინგრა და 2000 წელს ბერლინელებს აღუგენიათ. საუზმის შემდეგ საგალობელზე მუშაობა დაიწყო. უცებ უწმინდესმა სვიმონს უთხრა: – ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს. წავიდეთ და მათი სულის მოსახსენიებელი ვთქვათ. რამდენიმე წუთში ლიფტში ვიყავით ოთხნი: უწმინდესი, სვიმონ ჯანგულაშვილო, გიორგი დონაძე და მე. დელეგაციის წევრები კლინიკაში იყვნენ წასული. სასტუმროს ფოეში რომ ჩავედით, უწმინდესის მანქანა არ იდგა. სვიმონმა უთხრა, რომ მანქანები ჯერ არ არის და იქნებ მოგვიანებით წავიდეთო, როცა მოვლენ. უწმინდესმა ბრძანა: – მერე რა? ფეხით წავიდეთ. შორს არ იყო, 600 მეტრამდე, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ და ტაქსი გავაჩერეთ. გიორგი გაიქცა, რომ იქ დაგვხვედროდა. ეს სურათიც სწორედ მაშინ გადავიღე, როდესაც ტაქსიდან გადმოვედით და ძეგლისკენ მივდიოდით. მერე ვილოცეთ. სვიმონი და გიორგი გალობდნენ. მე სანთლების ანთება დამევალა. რაიხსტაგის მინის გუმბათი ხეებს შორის მოჩანდა. აი, ასე ლოცულობდა ჩვენი პატრიარქი ყველასთვის''- ამის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით

ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ  შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები