პარასკევი, ივნისი 6, 2025

გიორგი გოგოლაშვილი -„საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“, ეს გახლავთ გიგი თევზაძის ერთ-ერთი ზეპირი განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე… გამოიძახეს პოლიცია, ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს რექტორის, გია ხუბუას კაბინეტიდან, ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი, მთელი ღამე იქ გავათენეთ, თოკებით ამოგვქონდა წყალი

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის შესახებ ისაუბრა.

გოგოლაშვილის განცხადებით, გია ხუბუას რექტორობისას მისი კაბინეტიდან პროფესორები ძალით გამოიყვანეს, ამის შემდეგ აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოლიციის დახმარებით, კარი ჩაუკეტეს.

„გია ხუბუას უნდა შევხვედროდით კონკურსის თემაზე. გადაწყდა, შეხვედროდა თენგიზ სანაძე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარეობა ვთხოვეთ, ჯემალ მებონია, ავთანდილ არაბული, მე და შოთა ვაშაკიძე. შოთა ვაშაკიძეს უარი უთხრა რექტორმა შეხვედრაზე, რადგან ის ამერიკის მოქალაქე იყო, ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც. შევხვდით ჩვენ ოთხნი. პირველი, რაც შეხვედრაზე გვითხრა, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენზე, რაზეც გსურთ, ვისაუბროთო. გაოცებული ვეკითხებით, რა ხდება? კონკურსების საკითხი გადაწყვეტილიაო. უხმოდ ავდექით, გამოვედით და გაგრძელდა პროტესტი. ამას მოჰყვა შემდეგ ის ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაგვკეტეს. ჯერ საბუთების მიღება არ არის დაწყებული და კიდევ გვგონია, რომ შეიძლება, შევაჩეროთ კონკურსების დაწყება და საბოლოო დანგრევა უნივერსიტეტისა. საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, რომელიც მიჰყავდა თენგიზ სანაძეს, ცნობილ აკადემიკოსს, ფიზიკოსს. იმ სხდომაზე მომიხდა გარკვეული მოხსენების გაკეთება. ჯემალ მებონიას, რომელიც ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ და წლების მანძილზე იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე, ვთხოვეთ, ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და უნდა მოგვეთხოვა ხუბუასთვის, დაეტოვებინა უნივერსიტეტი. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ამ მოთხოვნით საბჭოს წევრები ჩავედით ხუბუასთან კაბინეტში. ეს არის ის ცნობილი 3 ივლისი. არ ელოდა ხუბუა ჩვენს ამ წინადადებას. ამას მოჰყვა შემდეგ ის, რომ გამოიძახეს პოლიცია, გოგა გრიგალაშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი. ახლაც მახსოვს ერთ-ერთ დანაყოფში გეგეჭკორი იყო და ისევ ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან. შემდეგ ავედით სააქტო დარბაზში და ვთქვით, რომ პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე უნივერსიტეტს არ დატოვებს გია ხუბუა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია, 600 ადგილამდეა იქ და მოხდა საოცარი რაღაც, ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი, აჭედეს საპატრულო პოლიციის დახმარებით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც ჩამოდიოდა ქუჩაში. ჩვენთან ერთად იყო თითქმის მთელი იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი ღამე იქ გავათენეთ, არც წყლის, არაფრის საშუალება არ მოგვცეს. თოკებით ამოგვქონდა წყალი. ხუბუას როცა დაელაპარაკნენ, რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა, მან თქვა: „თქვენ ღუპავთ, პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია“. მეორე დღეს მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება, რომ „აქციას ვწყვეტთ“. ამას მოჰყვა ჩვენი დაბარება პროკურატურაში. ხუთ კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს, ხულიგნებად გამოგვაცხადეს. საბოლოოდ, სამწუხაროდ, ჩატარდა კონკურსები და ეს საზოგადოება უნივერსიტეტს მიღმა დარჩა“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შეხვედრაზე მან თევზაძეს კითხვა დაუსვა, რატომ ხდებოდა შეტევა ქართულ ენაზე?

„რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და რამაც უნივერსიტეტი აღაშფოთა? კანონის მიხედვით, უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას თავისი თავი თავად უნდა ერჩინა. კანონის მიხედვით, სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი – 65 წელი. ერთი პუნქტი იყო ქართულთან დაკავშირებით, ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა უნდა იყოს ქართული. ეს პუნქტი ამოიღეს, საბედნიეროდ, ბრძოლით მოხერხდა და იმ პერიოდში ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ. ამ საკითხზე პირადად როცა დავუსვი კითხვა განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, გიგი თევზაძეს, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი, ასეთი პასუხი გამცა და ეს დაიწერა მაშინ არაერთგზის: „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“. ეს გიგი თევზაძის იმ დროინდელი ერთ-ერთი ზეპირი განმარტება გახლავთ, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები