ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქართველმა მოჭიდავემ, გიორგი გოგელაშვილმა (71 კგ) ფინალში მოლდოველი იგნატ მეიკო 9:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაუფლა.
კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა საბა აბაშიძემ – 45 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ აბდურაჰმან ჰუსეინლისთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ერეკლე თავბერიძე (65 კგ) ჩემპიონი გახდა – ქართველმა ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიპოვა, ტურნირის ვიცე-ჩემპიონი კი გიორგი ჩაჩუა (55 კგ) გახდა.