შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
„შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა საქართველოსადმი ევროპის სოციალ-დემოკრატიული სოლიდარობის გაღრმავება და ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ წევრობისკენ გზაზე წინსვლაზე“, – წერს გახარია.