კვირა, ივლისი 6, 2025

გიორგი გახარია: შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვნებს ადამიანურად ეპყრობა

ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ევროპულ სტანდარტებზე მორგებული პენიტენციური სისტემა და დანაშაულის პრევენციის ეფექტიანი განხორციელება. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც დღეს ორიენტირებულია პენიტენციური სისტემა, ახალი, მცირე ზომის დაწესებულებები და ამ მიმართულებით დღეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან პროექტზე პროექტირების ფაზა დასრულებულია, სულ მალე სამშენებლო ეტაპზე გადავა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი, რომელიც უკვე ამუშავებულია.

„მოგეხსენებათ, ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დაიხურა და მსჯავრდებულების გადაყვანა მოხდა მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადამიანური პირობებია, რომ მსჯავრდებულმა იგრძნოს თავი ქვეყნის მოქალაქედ და მიიღოს ელემენტარული სერვისები, რომელიც მას ეკუთვნის. მსჯავრდებული პირების ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები აშკარად გაუმჯობესდა ბოლო თვეების განმავლობაში და 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში 329 მსჯავრდებული გათავისუფლდა ამ მექანიზმით. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მექანიზმები და იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს რესოციალიზაციისთვის ამ ადამიანებისა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს მიმართულება კიდევ და კიდევ უნდა გაუმჯობესდეს. აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უკვე გატარდა და ეს მექანიზმი უკვე ამუშავებულია. ეს იყო ბოლო, დამასრულებელი ეტაპი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ არასრულწლოვნებს, დღეს, ქართული მართლმსაჯულების სისტემა ეპყრობა ადამიანურად. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბავშვები, ჩვენს ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში დავაბრუნოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები