საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მტკიცედ და ცალსახად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ზე