სამშაბათი, მაისი 27, 2025

გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს.

„გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება გვაქვს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, საქართველო დღე.

რაც შეეხება პარტიას, მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ჩვენ ყველამ დავაფუძნეთ პოლიტიკური ძალა „საქართველოსთვის“. ეს 4 წელი იყო რთული. მადლობა ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი წნეხისთვის, რომელსაც თითოეულმა თქვენგანმა გაუძლო.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, რომ არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს. დარწმუნებულ ვარ, ასეთი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გვაქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით. ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა, ის, თუ როგორ მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია ქვეყანას. ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, – აღნიშნა გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული გუშინ 3 000 კაცი, მეტი არა და მაგიტომ დადის ყოველ დღე 150 კაცი, გარე...

სალომე ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული გუშინ 3 000 კაცი, მეტი არა და მაგიტომ დადის ყოველ დღე 150 კაცი. საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.კობახიძის თქმით, ოპოზიცია გარე პატრონებმა ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს.„ოპოზიცია თავისით რომ იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში, რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაც ხან ოკეანის გაღმიდან, ხან ოკეანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და ქვეყნის და საზოგადოების პულსზე ხელი არ უჭირავს, ასეთ დროს მიდის ასეთ მდგომარეობამდე ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე, რასაც ჰქვია სრული განადგურება. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება 4 თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი მხარდაჭერა იქნება ოქტომბრის მხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად შემცირებული, რადგან ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა „დიფ სთეითმა“, ანუ გარე პატრონმა ჩვენი ე.წ. ოპოზიცინერები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ხმალაძე – დონალდ ტრამპის წერილი იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება – მარკო რუბიოს მილოცვაში კი უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტანდარტულ დიპლომატიურ ფორმად აფასებს.როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, წერილის შინაარსი იმ ტიპურ ტექსტს შეესაბამება, რომელსაც ამერიკის სხვა პრეზიდენტები მსგავს თარიღებთან დაკავშირებით აგზავნიან.„თუ ნახავთ მსგავს თარიღებთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა“, – აღნიშნა ხმალაძემ.ხმალაძემ ასევე შეადარა ტრამპის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა:„შევადაროთ ერთმანეთს მარკო რუბიოს განცხადება და დღევანდელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. პრეზიდენტ ტრამპის წერილი - თუ ნახავთ ასეთ თარიღთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა. პრეზიდენტმა მიულოცა პრეზიდენტს, თუმცა პირობებში, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია და მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, ხშირად ასეთი წერილები იგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისადმი დღეს გამოგზავნილი წერილი, ჩემი აზრით, იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება.რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი. ისევ როგორც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მილოცვაში შინაარსია არსებითი. ორივე განცხადებაში, ისინი ქართველ ხალხს მიმართავდნენ და აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის დამსახურებას და არა ხელისუფლების“,- განაცხადა ხმალაძემ.

უთანხმოება ოპოზიციაში – “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი პირველია, ვინც სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. სააკაშვილის პარტია, ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი პირადი კომფორტისა და საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის. მწვავე პოზიცია აქვს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი არჩევნების ხსენება დანაშაულია, მასში მონაწილეობის შემთხვევაში კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თეატრის მსახიობები იქნებიან.ოპოზიციის კრიტიკა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ან ორივე ერთად გაიმართოს.ზურაბიშვილის ამ განცხადებას პროტესტი ადგილზე, საპროტესტო აქციაზევე მოყვა. პაატა ბურჭულაძე პირველი იყო, ვინც მკაფიოდ თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ხალხი ფუჭი სიტყვების მოსასმენად მიიყვანა.რუსთაველის გამზირის პარალელურად , სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკული გზავნილები მიიღო სხვა პოლიტიკური ძალებიდანაც. ნიკა მელია, ვისთვისაც ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ბუნდოვანი აღმოჩნდა, ზურაბიშვილისგან ითხოვს განმარტოს- პირადი პოზიცია გააჟღერა, თუ პლატფორმაზე არსებული პარტიების სახელით საუბრობდა.სალომე ზურაბიშვილის განცხადება გასაგები და მისაღები აღმოჩნდა ლელოსთვის. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ნებისმიერი შემდეგი მარათონისთვის ემზადება გიორგი გახარიას გუნდი. ექსპრემიერმა განცხადება პარტიის ყრილობაზე გააკეთა.ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ მათ საკუთარი მხარდამჭერებიც დაკარგეს. ამის დასტური ქართული ოცნებისთვის საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა იყო. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პარტიები, ვინც მითითებებს უცხოელი დამფინანსებლებისგან იღებენ, ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდებიან.თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

დედის ლოცვა შვილებისთვის!ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ეკა ბესელია – არც არავინ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს – წერილის ავთენტურობა და ორიგინალი ვერსია უნდა ვნახოთ, ალბათ, საელჩო გააკეთებს...

ბესელია ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილსაც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.მისი თქმით, წერილის ავთენტურობა დაუდასტურებელია და ალბათ, საელჩო გააკეთებს განცხადებას.როგორც ბესელიამ აღნიშნა, არავინ დაიჯერებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ყაველაშვილს ულოცავს.“ჯერ ერთი, ამ წერილის ავთენტურობა და ამ წერილის სწორი ვერსია უნდა ვნახოთ იმიტომ, რომ გუშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვა გავრცელდა, ძალიან ღიად და ცხადად იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფო მდივანი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ულოცავდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. დღეს ეს სულისკვეთება აქვს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და სანქციების დაკისრების პირობებში რომელ ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობთ, როდის იყო, სანქციებს უწესებდნენ ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმაციასაც აღიარებენ, გამორიცხულია.დამთავრებულია ეს ლეგიტიმაცია, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები უკვე მიღებული აქვს, პრეცედენტი არ არსებობს, რომ მიღებული სანქციის შემდეგ ვინმეს მიმართ გაუქმდა მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ახლა, ილაპარაკო იმაზე, რომ შეიცვლება და მილოცვა, რომელიც არავინ იცის საერთოდ, როგორ გაავრცელეს და რა ტექსტია, ორიგინალს ვნახავთ და საელჩო ალბათ გააკეთებს განცხადებას. არც არავინ არ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბოლო სიახლეები