ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

გიორგი გახარია: ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი – გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება

„ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი – გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება ისევე, როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენების წერილზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო, ამიტომ ახლა უნდა დავწყნარდეთ და დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი – გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება ისევე, როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, „ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა მრავალფეროვანია.

„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა ძალიან სხვადასხვაა. მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო ვილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. რა თქმა უნდა, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და მე შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე სახელმწიფო მდივანს, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული და რომლის ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია საქართველოსთვის და აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა – არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებიც. ეს არის რეალობა, რომელსაც დადასტურებულად დავინახავთ, როდესაც ყველა ერთად ჩავატარებთ ღირსეულ და დემოკრატიულ არჩევნებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც, ზოგ შემთხვევაში ვერ ასრულებენ საინვესტიციო ვალდებულებებს და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს.

„ეს არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას რისკი არ უნდა შევუქმნათ. განსაკუთრებით – რაღაც გამოგონილი შეკითხვებით.

რატომ არ უნდა შევუქმნათ იცით?! ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და როდესაც მოკლევადიანი საარჩევნო, პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, ამით შეიძლება ქვეყანა დავაზიანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა – ჩვენი თხოვნაა, ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული...

სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.მისი თქმით, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ირანის პარლამენტის სპიკერი უარყოფს, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია და აცხადებს, რომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა უარყო, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია.როგორც ყალიბაფმა განაცხადა, ომის დაწყებიდან ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავდა მტრის თავდაცვის სისტემების განეიტრალებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რაკეტების და სხვა იარაღის „უმეტესობა“ განადგურებულია.

შალვა პაპუაშვილი – მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობამ ვიზუალურადაც დაინახა – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო.„ეს პროცესი არ არის ახალი. განსაკუთრებით, ეს პროცესი 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიმე ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, როდესაც უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია.კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. მისი ფასი დღითიდღე იზრდება. ეს ჩვენ ვიზუალურადაც დავინახეთ – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტალიამ კარავაჯოს შედევრი 30 მილიონ ევროდ შეიძინა

იტალიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი იტალიის სახელმწიფოს ხელოვნების ერთ ნიმუშში ოდესმე გადაუხდია.დაახლოებით 1598 წელს შექმნილ ტილოზე გამოსახულია მონსინიორი მაფეო ბარბერინი - გავლენიანი სასულიერო პირი, რომელიც მოგვიანებით რომის პაპი ურბან VIII გახდა.ნამუშევარი ფლორენციაში კერძო კოლექციას ეკუთვნოდა და 1963 წელს დადგინდა, რომ მისი ავტორი კარავაჯო იყო. ფართო საზოგადოებისთვის ის პირველად 2024 წელს, რომში, ბარბერინის სასახლეში გამოიფინა, ამიერიდან კი მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდება.„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ კარავაჯოს არაჩვეულებრივი შედევრი შევიძინეთ“, - ნათქვამია იტალიის კულტურის მინისტრის, ალესანდრო ჯულის განცხადებაში.ეს ინიციატივა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერთი თვის წინ იტალიის კულტურის სამინისტრომ ანტონელო და მესინას ნამუშევარი Ecce Homo („აჰა, კაცი“) შეიძინა, რომლის საჯარო გაყიდვაც ნიუ იორკის აუქციონზე იგეგმებოდა.კარავაჯო, რომლის ნამდვილი სახელია მიქელანჯელო მერიზი, კიაროსკუროს (სინათლისა და ჩრდილების კონტრასტის) ტექნიკის ოსტატი იყო, რისი მეშვეობითაც თავის პორტრეტებს ახალ სიცოცხლეს სძენდა. ის 1610 წელს, მღელვარე ცხოვრების შემდეგ, თითქმის 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.მომავალი რომის პაპის, ურბან VIII-ის ნახატი კარავაჯოს იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორისაა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, რადგან ბევრი სხვა ნამუშევარი დაიკარგა ან განადგურდა. კარავაჯოს მხოლოდ 60-მდე ნახატია ცნობილი, რომელთა უმეტესობას საფუძვლად რელიგიური სიუჟეტი უდევს.ბარბერინის პორტრეტზე გამოსახულია სასულიერო პირი, რომელიც მარჯვენა ხელის დახვეწილი ჟესტით, სავარაუდოდ, მითითებებს იძლევა.იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ახალ შესყიდვებს გეგმავს, რათა „ხელოვნების შედევრები, რომლებიც შეიძლება კერძო ბაზარზე მოხვდეს“, საზოგადოების ფართო ფენებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან მზის ქცევით – როდის ველოდოთ ძლიერ შტორმს

12 მარტი ჩვეულებრივზე უფრო მშვიდი ჩანს, მაგრამ კოსმოსური ამინდი სიმშვიდის შენიღბვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკები გლუვია, მზეზე ახალი პროცესები აფეთქდა. რატომ არ არიან მეცნიერები კმაყოფილები ამ სიმშვიდით. გრაფიკები მშვიდია, მაგნიტოსფერო გლუვია და ზედაპირზე მნიშვნელოვანი გამოტყორცნები არ არის. მაგრამ სწორედ ამ პერიოდებში მოგვიწოდებენ მეცნიერები მეტი საფრთხილისკენ, რადგან მზეს შეუძლია წამში შეცვალოს პროგნოზი. და ახლა ზუსტად ასეთი მომენტია.კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორია აღნიშნავს, რომ კოსმოსური ამინდი იმავე სუსტ დონეზე რჩება, მაგრამ მოსალოდნელია „აფეთქებების აქტივობის ოდნავ გაზრდა“. ამასობაში, დაახლოებით შუაღამისას, მოხდა C7.8 დონის აფეთქება - ყველაზე ძლიერი 25 თებერვლის შემდეგ. მეცნიერები განმარტავენ, რომ აფეთქება მოხდა „მზის მარცხენა კიდეზე და მისი მდებარეობიდან გამომდინარე, მას არ ექნება გეომაგნიტური შედეგები“.მაგრამ „შედეგების გარეშეც“ კი, ასეთი მოვლენები ყოველთვის აიძულებს პროგნოზის კორექტირებას. მაგნიტოსფერო რეაგირებს უმცირეს რყევებზე. ექსპერტები იუწყებიან, რომ Kp ინდექსები 2-3-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ოდნავ მომატებულია. გეომაგნიტური დარღვევების ალბათობა დღეს 20%-ია, ხოლო სუსტი შტორმების - 7%.და რაც მთავარია, მზის დისკზე ახალი კორონალური ხვრელი წარმოიქმნება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მისი ზემოქმედება 14 მარტს მოხდება, მაგრამ მანამდე მოსალოდნელია „თითქმის სრული სიმშვიდე“. საკვანძო სიტყვაა „თითქმის“. რადგან მზის ქარის ქედი ზოგჯერ პროგნოზზე ადრე მოდის.პროგნოზი 12 მარტისთვის: სიმშვიდე გრძელდება. კვლავ, სიმშვიდის ველის 87%-იანი ალბათობა. კარგი დღეა კონცენტრაციისთვის, დავალებების შესასრულებლად და მოლაპარაკებებისთვის - მაგნიტოსფერო გვეხმარება.მაგრამ ნუ მოდუნდებით სრულად. მზეს შეუძლია ხასიათის შეცვლა უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რუკების განახლება. თუ თქვენი ჯანმრთელობა მოულოდნელად შეირყევა, ეს შეიძლება არ იყოს სტრესი, ზეწოლა ან თუნდაც ყავა, არამედ დახვეწილი რეაქცია იმ პროცესებზე, რომლებიც ახლა იწყებენ გამოჩენას ვარსკვლავის სიღრმეში.

ბოლო სიახლეები