შაბათი, სექტემბერი 6, 2025

გიორგი გახარია – ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ

„ოცნება“ ვიდრე ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, განსხვავებული პოზიციის გამო ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა მთავარია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ „ოცნება“ მათ შვილებს მომავალს ართმევს.

„ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ვიდრე „ოცნება“ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან „ოცნებას“ საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის – განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს. ამიტომაც ახლა მთავარია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ „ოცნება“ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს“, – წერს გიორგი გახარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარნეულში ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

მარნეულში ,,ოპელის“ მარკის ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა.მოზარდი მძიმე დაზიანებებით მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სამი გენერალი აცხადებდა, რომ მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, სამხედროების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გეგმა დაიწუნეს, გადაწყვიტეს პასუხისმგებელი არა თავდაცვის ძალები, არამედ შს სამინისტრო ყოფილიყო –...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე მყოფმა გენერლებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.წულუკიანის თქმით, იმდროინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში - "ისტორია დეტალებში" ისაუბრა."სამი გენერალი, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, საქმე ეხება ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და მამია ბალახაძეს, ეს უკანასკნელი გახლდათ და მიიჩნევა, რომ არის ამ სამ გენერალს შორის ყველაზე მეტად გამოცდილი და კომპეტენტური (სახმელეთო ჯარების სარდალი გახლდათ მაშინ), ისიც და დანარჩენი ორი პირიც, კომისიის წინაშე ფაქტებით აცხადებდა, რომ თათბირზე, რომელიც შედგა ვანო მერაბიშვილის(ის ამ დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო) და კეზერაშვილის (რომელიც ამ დროს, თავდაცვის მინისტრი იყო) ხელმძღვანელობით, სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული, გადაკეთებული, ჩამოყალიბებული, გაუმჯობესებული გეგმა იქნა დაწუნებული. მასში იქნა ცვლილებები შეტანილი სწორედ ორი მინისტრის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით და სწორედ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ გეგმა შეცვლილიყო და ძირითად მიმართულებაზე, როგორც სამხედროები უწოდებენ ამას, ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე, პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კერძოდ, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, შალვა ჯანაშვილი ყოფილიყო. ეს სრულიად გაუგებარი, გაუგონარი რამ არის და ეს დაადასტურეს სამხედროებმაც", - აღნიშნა თეა წულუკიანმა გადაცემაში სტუმრობისას.ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.

„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია

ხატი სახელწოდებით "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" ათონზეა დავანებული, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ უძველეს ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში.გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა.უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – "ყმაწვილის ბუჩქი".იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით."მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ – ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა:"დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი",­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ."

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი ჭიათურაში ეკოსისტემების მდგრადი განვითარების მიზნით კომპლექსურ კვლევას ატარებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება, ეკოსისტემებისა და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურების რისკების შეფასების მიზნით, კომპლექსური მეცნიერული კვლევა. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ ბუნებრივი და ანთროპოგენური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების რისკები, მოვახდინოთ საშიში გეოლოგიური პროცესების იდენტიფიკაცია, ნიადაგის ეროზიის პროგნოზირებისათვის მეთოდოლოგიის ციფრული მოდელების გამოყენებით დავამუშაოთ, შევიმუშაოთ ეროზიის საწინააღმდეგო პრევენციული, ინოვაციური, საინჟინრო ღონისძიებები და რაც მთავარია, შევადგინოთ შესაბამისი მასშტაბის საფრთხეების ზონირების რუკა, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი, გულჩინა კუჭავა აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი საგრანტო პროექტის - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“, ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური კვლევას ატარებენ.მათივე ცნობით, მეცნიერები: გულჩინა კუჭავა (პროექტის ხელმძღვანელი), ლალი შავლიაშვილი (კოორდინატორი), მკვლევრები გივი გავარდაშვილი და გიორგი კორძახია, ახალგაზრდა მეცნიერები ეკატერინა შუბლაძე და ზურაბ რიკაძე, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა და მათი გავლენის შეფასება როგორც ეკოსისტემებზე, ისე სასურსათო პროდუქტებზე. ასევე, პროექტის მიზანია ნიადაგის დეგრადაციის შემცირებისთვის ეფექტური გზების მოძიება.სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის ლალი შავლიაშვილის განცხადებით კვლევა აქტუალური, ინოვაციური და პრიორიტეტულია. რეგიონში არსებული მანგანუმის დაბინძურების კერები დეტალურად იქნება შესწავლილი და განისაზღვრება მათი ზეგავლენა ეკოსისტემებსა და სასურსათო პროდუქტებზე. შემუშავდება და გაიცემა ბუნებრივი საფრთხეების დონეებისა და ეროზიის საწინააღმდეგო რეკომენდაციები ნიადაგის დეგრადაციის მინიმიზაციისათვის, მოხდება საშიში გეოლოგიური პროცესების ინვენტარიზაცია, განისაზღვრება მოსალოდნელი საშიშროები და მასთან დაკავშირებული რისკები.„ჭიათურის მუნიციპალიტეტი უნიკალური ბუნებრივი გარემოთია გამორჩეული, თუმცა მანგანუმის ინტენსიურმა მოპოვებამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები წარმოშვა. ჩვენი კვლევის მიზანია სწორედ ამ გამოწვევების სამეცნიერო ანალიზი და ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც პრაქტიკულად გამოყენებადი იქნება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ისე სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგები არა მხოლოდ ნიადაგის დეგრადაციის შემცირებას, არამედ ეკოსისტემების სისუფთავის აღდგენას და მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ლალი შავლიაშვილი.სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, პროექტის შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ კვლევითი მიზნებით, არამედ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულ დონეზეც, მიღებული რეკომენდაციები კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემების მდგრადობის განმტკიცებას.„ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების პრობლემებზე რეაგირება და ინოვაციური სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ჭიათურის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების სიღრმისეული შესწავლა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისითაც. ვამაყობ ჩვენი მეცნიერებით, რომლებიც რეალურ გამოწვევებს ცოდნისა და კვლევის საფუძველზე პასუხობენ“, - აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები