ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025

გიორგი გახარია – ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე

ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან. ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ კანდიდატები ერთმანეთს არცერთ მუნიციპალიტეტში არ დაუპირისპირდებიან.

„დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ვიცემერობის შეთანხმებული კანდიდატები. ამით შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით. თბილისის მერის თანამდებობაზე შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი სუფთა რეპუტაციით, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც სხვადასხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანს. მისი კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი პარტიის კანდიდატი გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი და პრინციპული ლიდერი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც პროფესიონალს, სანდო და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ემსახურება თბილისს და მის მოსახლეობას. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც თბილისისა და საქართველოს მცხოვრებლებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ჩვენი ორი პოლიტიკური ძალიდან არცერთი კანდიდატი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტში – ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ორი განსხვავებული პარტია შეიძლება დადგეს ერთად, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი დასაცავია“, – წერს გახარია.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს – ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო...

ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი...ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული, - ამ სიტყვებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ფერისცვალების დღესასწაულზე მოქალაქეებს.მისივე თქმით, ტკბილი და სასიხარულოა უფალთან ყოფნა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.ეს დიდებული მოვლენა აღწერილია წმინდა სახარებაში. ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე სალოცავად და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სახე მზესავით გაბრწყინდა, მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე გახდა. მოციქულებმა იხილეს ასევე, რომ უფალ იესო ქრისტეს ესაუბრებოდა ორი კაცი. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები: მოსე და ილია. ისინი ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს გასვლის შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო იერუსალიმში. გასვლაში იგულისხმება მისი მიწიური ცხოვრებიდან გასვლა ჯვარცმის, სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მეშვეობით. ისინი ამაზე ლაპარაკობდნენ, რათა მოციქულები არ დაბრკოლებულიყვნენ, როცა იხილავდნენ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს და მის სიკვდილს, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ თავისი ნებით მიიღო, რაც გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ მის მიწიურ სიცოცხლეში.ამის ხილვისას მოწაფეებს გამოუთქმელი ნეტარება დაეუფლათ, მოინდომეს, ეს ნეტარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო და ძალიან მიამიტად გამოხატეს ეს თავიანთი სიტყვებით, რაც უთხრეს უფალ იესო ქრისტეს. ამ დროს ღრუბლიდან, რომელიც მათ ჩრდილავდა, გაისმა ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ!“ (მთ. 17, 5).რა იყო მიზეზი ამ დიდი ნეტარებისა და სიხარულის, რაც მოციქულებმა განიცადეს?დღესასწაულის ტროპარი გვაუწყებს, რომ უფალმა ფერისცვალებით მათ უჩვენა თავისი საღვთო დიდება. შუქი, რომელიც მათ იხილეს თაბორის მთაზე, არ იყო მატერიალური ბუნების. ამდენად, ეს არ იყო მხოლოდ მათი მხედველობითი აღქმა, არამედ იყო ღვთაების რეალური, ნამდვილი გამოვლინება. ეს იყო საღვთო ბუნების გამოცხადება და ამ ბუნების მარადიული, უხრწნელი, უქმნელი შუქის ბრწყინვალება.რა თქმა უნდა, ტკბილი და სასიხარულოა უფალთან ყოფნა. განა ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, არა. იმავე დღესასწაულის ტროპარში შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. შეგახსენებთ ამ სიტყვებს: „გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, უფალო, დიდება შენდა“.მაშასადამე, მოციქულთა მსგავსად, ჩვენც შეიძლება ვიგრძნოთ ეს გამოუთქმელი სიხარული და ვიხილოთ თაბორის საღვთო შუქის ბრწყინვალება. ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს და მეტიც, ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი.ამრიგად, ეს ჩვენება გაქრა თაბორის მთაზე, მაგრამ თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე, არ წასულა დედამიწიდან და ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. ამისთვის შეიძლება შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში, დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს, გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები: „ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?“ (ლკ. 11, 35). და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ის და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ, მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

თეთრი სახლის პრესსპიკერი – დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის ჩასატარებლად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი იდეა იყო ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ჩატარება, ნაცვლად ტრამპის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისა, ლევიტმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინთან, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ მიიღეს.„ყველა თანხმდებოდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ორი ლიდერი ერთად დასხდებოდა და პრეზიდენტი ამას ელოდება“, – განაცხადა ლევიტმა.მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს ამ შეხვედრის ჩასატარებლად.ამასთან, ლევიტმა თავი შეიკავა შეხვედრის ადგილმდებარეობის შესაძლო ვარიანტების დასახელებისგან.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაურეკა ტრამპმა პუტინს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს, ლევიტმა აღნიშნა, რომ ლიდერები მადლიერები იყვნენ, რომ ტრამპს პუტინთან საუბარი ჰქონდა.ლევიტის თქმით, პუტინთან „რამდენიმე სატელეფონო საუბრის“ და ზელენსკისთან „ათობით შეხვედრის“ შემდეგ, ტრამპს ახლა „ესმის, რა სურს და რისი დათმობა მოუწევს ორივე მხარეს“. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ორივე მხარეს მოუწევს, „ცოტათი უკმაყოფილო იყოს“ ომის დასასრულებლად მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით.

ეკა მურვანიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ორი შვილის დედას, ეკა მურვანიძეს 2024 წლის 18 დეკემბერს ანადოლუს კლინიკაში ჩაუტარდა ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (ჰაპლოიდენტური). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეკა 2025 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა, სადაც რუტინულ ამბულატორიულ დაკვირვებასა და სისხლის ანალიზის მონიტორინგს განაგრძობდა. სამწუხაროდ, ივლისის ბოლოს სისხლის ანალიზში გამოვლინდა გადახრები – საგრძნობლად გაზრდილი ლეიკოციტების გამო ეჭვი გაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემიის რეციდივზე.2 აგვისტოს, ექიმის სასწრაფო მოთხოვნით, ეკა ანადოლუს კლინიკაში დაბრუნდა, სადაც ახლა გადის ქიმიოთერაპიას. კვლავ საუბარია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე. მკურნალობა FLAG-IDA (Fludara,Alexan,Zavedos) პროტოკოლის შესაბამისად დაიწყო.საბედნიეროდ, პირველი ქიმიოთერაპიებისა და ტრანსპლანტაციის თანხების დაფარვა მოქალაქეების თანადგომითა და სახელმწიფოს დახმარებით გახდა შესაძლებელი, ახლა კი დასაფარია 36 900 დოლარი, რისთვისაც ეკა მურვანიძის ოჯახს ისევ სჭირდება თანადგომა.თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე: #GE25TB7235736515100073- GEL #GE23TB7235736615100028- USD #GE93TB7235736615100029 – EUR მიმღები – მაია მურვანიძე;#GE62BG0000000113004500 (GEL,USD,EUR) – მიმღები ზაზა თომაშვილი. Paypal – @SKeshelashvili (USD,EUR)

ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში 178 დღე გაატარა, საუბრობს „დიდ ტყუილზე“, რომელიც მან დედამიწის ნახვის შემდეგ გააცნობიერა

NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, რონ გარანმა, 178 დღე კოსმოსში  გაატარა და ეს იყო მომენტი, როდესაც ის დედამიწას უყურებდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.კოსმოსში გატარებულმა დღეებმა ასტრონავტში გამოიწვია „მიმოხილვის ეფექტი“.„მიმოხილვის ეფექტი" ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ასტრონავტები მიდიან კოსმოსში და ქვემოდან იყურებიან. ამ დროს პირველად ხედავენ დედამიწას ამ პერსპექტივიდან. გამოცდილება „ცვლის ასტრონავტების შეხედულებას და აზროვნებას ჩვენს პლანეტაზე და თავად სიცოცხლეზე“,- განმარტავს NASA .Big Think-თან ინტერვიუში ასტრონავტმა განმარტა: „ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყეების განადგურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, როგორც ცალკეული საკითხები, როდესაც სინამდვილეში ისინი მხოლოდ ძირითადი პრობლემის სიმპტომებია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თავს არ ვთვლით როგორც პლანეტატორებად.როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფანჯრიდან გავიხედე, დავინახე პაპარაცები, როგორც ელვისებური შტორმის ციმციმები, დავინახე ავრორას მოცეკვავე ფარდები, რომლებიც ისე ახლოს ჩანდნენ, თითქოს შეგვეძლო ხელით შევხებოდით. დავინახე დაუჯერებელი რამ - ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივე“.გარანმა გააცნობიერა, რომ ჩვენი პლანეტა და მასზე არსებული ყველა ცოცხალი არსება „ქაღალდის თხელი ფენით" ინარჩუნებს სიცოცხლეს.მისიიდან დაბრუნების შემდეგ გარანი „აგრძელებს მუშაობას უფრო სუფთა, უსაფრთხო და მშვიდობიანი პლანეტისკენ“.

კეროლაინ ლევიტი – ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს უკრაინაში შეიჭრა, ტრამპის დროს არსად შეჭრილა, რადგან რუსეთი დიდ პატივს...

ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის პრეზიდენტობისას კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს კი რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.მისი თქმით, შესანიშნავია ის, რასაც ტრამპმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიაღწია.„რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე სამწელიწადნახევარია, ომია – სასტიკი კონფლიქტი, რომელმაც ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტრილიონობით დოლარის ფასად. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ მკვლელობების დაწყების საშუალება მისცა. უდავოა, რომ ბაიდენის პოლიტიკამ მსოფლიო მშვიდობას დააშორა. ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია, რადგან რუსეთი ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ ტრამპს და მის პოლიტიკას“, – განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები