0 0
Read Time:1 Minute, 11 Second

ათასწლეულების განმავლობაში ვინ არ სცადა აჭარა გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ ეს ვერავინ ვერ მოახერხა. მუსლიმი და მართლმადიდებელი ძმები ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და რაც უნდა გავაძლიეროთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე და მას წლებია უაღრესად სტრატეგიული როლი აქვს.

„არა მხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა კულტურულიც, მაგრამ ეკონომიკა დღეს იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაშიც და ბათუმშიც და კიდევ სხვა ქალაქებში. ბათუმი არის ქალაქი, რომლის წარმატებითაც თითოეული ქართველი ყოველთვის ამაყობდა და ამაყობს. რთული დღეები დაგვიდგა, პირველ რიგში პანდემიას ვგულისხმობ, განსაკუთრებით დაზიანდა ბათუმი, იმიტომ რომ, ბათუმი საქართველოს ტურისტული დედაქალაქია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთებთ, რომ ეს დარტყმა ბიზნესზე, ქვეყნისა და ბათუმის ეკონიმიკაზე როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამას მოვახერხებთ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და მთავარია ეკონომიკის გადარჩენა.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, როგორიცაა Fitch-ი და Standard & Poor’s-ი საქართველოს გლობალური გამოწვევების პირობებში შეუნარჩუნეს რეიტინგი, რაც უაღრესად ძლიერი მესიჯია ინვესტორებისთვის, ეკონომიკისთვის.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვებრძვით ვირუსს, ვიბრძვით ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ჩვენ საარჩევნო წელი გვაქვს. ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის სტრესია. ცალკე აღებულიც კი – მხოლოდ ვირუსი, მხოლოდ საარჩევნო წელი, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ამას უნდა გავუძლოთ და გავუმკლავდეთ, რადგან ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი მომავლის წინაშე. ჩვენი მომავალი უნდა იყოს აბსოლუტურად პროგნოზირებადი და დაგეგმილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები